Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მოვუწოდებდი, როგორც აფასებს საქართველოს, ასეთივე შეფასებები გააკეთოს, როდესაც მიტინგები იმართება აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც გაცილებით მკაცრია პოლიციის ქმედებები

მარშალ პრესი 03/05/2024
sozar subari

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარიატის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და მოუწოდებს უმაღლეს კომისარს თბილისის აქციების შეფასების მსგავსად შეაფასოს მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მიმდინარე მანიფესტაციები, რომელთა დაშლისას პოლიცია გაცილებით მკაცრ ზომებს მიმართავს, ვიდრე ეს საქართველოშია. სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართულ პოლიციას არ გადაუმეტებია ძალისთვის და მოქმედებს კანონის დაცვით, რისთვისაც მას მხოლოდ მადლობა ეკუთვნის.

„ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს მოვუწოდებდი ზუსტად ისეთივე შეფასებები გააკეთოს, როდესაც მიტინგები იმართება ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, გერმანიაში, სადაც გაცილებით მკაცრია პოლიციის ქმედებები და სადაც მართლა არ აქვს გამართლება იმას, რასაც ჩვენ ვუყურებთ ხოლმე პირდაპირ ეთერში, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც პოლიციას არ გადაუმეტებია ძალაუფლებისთვის. პოლიცია ვალდებულია დაიცვას საქართველოს პარლამენტი, როდესაც ადგილი აქვს შენობაში შეჭრის მცდელობას, როდესაც ქუჩების გადაკეტვა ხდება მაშინ, როცა ამის საჭიროება არ არსებობს და მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს გმირ პოლიციელებს თავდაჭერილობისთვის, გმირობისთვის და კანონის ზედმიწევნით დაცვისთვის, რასაც ისინი აკეთებენ,” – განაცხადა სოზარ სუბარმა. შ

ეგახსენებთ, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ხელისუფლებას მოუწოდებს დაიცვას მანიფესტაციის მონაწილეების უფლებები, ხოლო მომიტინგეებს მიმართავს ისარგებლონ აზრის მშვიდობიანად გამოხატვის უფლებით და არ მიმართონ ძალადობას.

Continue Reading

Previous: ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, რომ საქართველოს აქვს პირველი 11 წლიანი პერიოდი, როდესაც არის მშვიდობა და დაცულია უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს ოკუპაციას და რეგიონში არის უმძიმესი ომი უკრაინის წინააღმდეგ
Next: გმირთა მოედანზე სასწრაფოს არ გაუვლიაო… ამათ ჰგონიათ, რომ საკუთარ “ბაბლს” გამოათაყვანებენ და მოქალაქეები მშვიდად შეხვდებიან მავნებლობას – ზურაბ ქადაგიძე აქციის მონაწილეებზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025