Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ემოციების ამარა ქვეყნის მომავლის დატოვება და სახელმწიფო უსაფრთხოების მხოლოდ “პარტნიორმეგობრობაზე” მინდობა არასერიოზული და სახიფათოა. ასეთი ნდობისა და დამოკიდებულების შედეგი უკვე ვიხილეთ უკრაინაში

მარშალ პრესი 03/05/2024
dimitri khundadze

„დღეს დემოკრატიის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს უზღუდავენ და ამას საკუთარი ხელით აკეთებინებენ იმ თაობას, რომელიც ყველა დროს, ყველაზე ხმამაღლა ითხოვდა დამოუკიდებლობას,” – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს.

დიმიტრი ხუნდაძე შიშობს, რომ დაუძინებელი მეგობრების“ მზაკვრული გეგმების განხორციელება ქვეყნის მომავალს უქმნის საფრთხეს და სწორედ ამიტომ ქვეყანას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

„დღეს დემოკრატიის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს უზღუდავენ და ამას საკუთარი ხელით აკეთებინებენ იმ თაობას, რომელიც ყველა დროს, ყველაზე ხმამაღლა ითხოვდა დამოუკიდებლობას.

ქართულ კანონს სწორედ იმიტომ არქმევენ რუსულს, რომ შავი ფულით ქვეყნის მართვის ბერკეტი ხელიდან არ გაუშვან. ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები” სწორედ ამიტომ არიან შეშფოთებულები და არა იმიტომ, რომ ქვეყანას უკეთეს მომავალს უსურვებენ.

ემოციების ამარა ქვეყნის მომავლის დატოვება და სახელმწიფო უსაფრთხოების მხოლოდ “პარტნიორმეგობრობაზე” მინდობა არასერიოზული და სახიფათოა.
ასეთი ნდობისა და დამოკიდებულების შედეგი უკვე ვიხილეთ უკრაინაში, რაც საქართველოსთვის არ მემეტება.
ფრთხილად საქართველო!“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Continue Reading

Previous: გვეუბნებიან – ჩამოდით, შეგხვდებით, მაგრამ ვიზიტამდე უნდა შეაჩეროთ კონკრეტული კანონის განხილვაო, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული
Next: აქტივისტები ვნებიანად, აჟიტირებულად ებრძვიან ე.წ. “რუსულ კანონს” და ვითომ “რუსულ რეჟიმს”, თუმცა საკუთარი თავის დასაცავად და პირად გამოწვევებთან გამკლავებაში ხშირად მორცხვი, დათრგუნული ჯუჯები არიან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025