Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამერიკის საელჩო მის მოქალაქეებს აფრთხილებს თავი აარიდონ რუსთაველის გამზირს

მარშალ პრესი 03/05/2024
385897942_726709099499026_882062106242798037_n

შეერთებული შტატების საელჩო ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს, თავი აარიდონ რუსთაველის გამზირს.

საელჩოს საიტზე მითითებულ ინფორმაციაში წერია, რომ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, შოთა რუსთაველის გამზირზე, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებული მასშტაბური აქციები, სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება.

საელჩო ასევე აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ შესაძლებელია სატრანსპორტო მოძრაობის მნიშვნელოვანი შეფერხება.

აღნიშნულია ისიც, რომ ბოლო დემონსტრაციებისას მოხდა დაპირისპირება და ძალადობა აქციის მონაიწლეებსა და სამართალდამცავებს შორის.

საელჩოს საიტზე წერია, რომ „უსაფრთხოების მიზეზების გამო, აშშ-ის საელჩო თბილისში კრძალავს სასტუმროების გამოყენებას ქვემოთ წითლად ასახული ტერიტორიის შიგნით“ ამერიკის მთავრობის ყველა თანამშრომლისთვის, რომელიც შეიძლება თბილისში იმყოფებოდეს.

„ამასთან, საელჩოს თანამშრომლებს, რომლებიც აშშ-ის მოქალაქეები არიან, 18:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში ეკრძალებათ აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილება საელჩოს წინასწარი თანხმობის გარეშე“, – წერს საელჩო.

Post navigation

Previous: საპროტესტო აქციებს მხარდაჭერას უცხადებს დავით კეზერაშვილი
Next: გვეუბნებიან – ჩამოდით, შეგხვდებით, მაგრამ ვიზიტამდე უნდა შეაჩეროთ კონკრეტული კანონის განხილვაო, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.