Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს დემოკრატიის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს უზღუდავენ და ამას აკეთებინებენ იმ თაობას, რომელიც ყველა დროს, ყველაზე ხმამაღლა ითხოვდა დამოუკიდებლობას

მარშალ პრესი 03/05/2024
dimitri khundadze

დღეს დემოკრატიის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს უზღუდავენ და ამას საკუთარი ხელით აკეთებინებენ იმ თაობას, რომელიც ყველა დროს, ყველაზე ხმამაღლა ითხოვდა დამოუკიდებლობას, – წერს “ ხალხის ძალის” ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ხუნდაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ქართულ კანონს სწორედ იმიტომ არქმევენ რუსულს, რომ “დაუძინებელ მეგობრებს” ქვეყნის მართვის ბერკეტი ხელიდან ეცლებათ.

“დღეს დემოკრატიის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს უზღუდავენ და ამას საკუთარი ხელით აკეთებინებენ იმ თაობას, რომელიც ყველა დროს, ყველაზე ხმამაღლა ითხოვდა დამოუკიდებლობას.

ქართულ კანონს სწორედ იმიტომ არქმევენ რუსულს, რომ შავი ფულით ქვეყნის მართვის ბერკეტი ხელიდან არ გაუშვან. ჩვენი “დაუძინებელი მეგობრები” სწორედ ამიტომ არიან შეშფოთებულები და არა იმიტომ, რომ ქვეყანას უკეთეს მომავალს უსურვებენ.

ემოციების ამარა ქვეყნის მომავლის დატოვება და სახელმწიფო უსაფრთხოების მხოლოდ “პარტნიორმეგობრობაზე” მინდობა არასერიოზული და სახიფათოა.
ასეთი ნდობისა და დამოკიდებულების შედეგი უკვე ვიხილეთ უკრაინაში, რაც საქართველოსთვის არ მემეტება.
ფრთხილად საქართველო !” – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: აქციის მონაწილეები ავტომობილებს,რომლებიც გადაადგილებას ცდილობენ, თავს ესხმიან (ვიდეო)
Next: ყ..ეზე მკიდია – აქციის ერთ-ერთი მონაწილე გოგო ავიწროვებს მძღოლს, რომელიც გადაკეტილ გზაზე დგას და გასვლას ცდილობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.