Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

როგორი გახრწნილი არიან მათი სპონსორები და იდეოლოგები და როგორი უბადრუკია მათი რაღაც PR-სტრატეგია

მარშალ პრესი 02/05/2024
gia abashidze

ანალიტიკოსი გია აბაშიძე აქციის მონაწილეების მხრიდან გმირთა მოედნის გადაკეტვას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ანალიტიკოსი წერს, მაშინ როცა ქრისტიანები წინასააღდგომო სამზადისისთვის ემზადებიან, უსამშობლო, ეკლესიის მტრები, დაზომბირებული რამდენიმე ნაცაქტივისტი ვარაზის ხევს კეტავს და მძღოლებისგან სოლიდარობას მოითხოვს. როგორი გახრწნილი არიან მათი სპონსორები და იდეოლოგები და როგორი უბადრუკია მათი რაღაც PR-სტრატეგია.

მისივე თქმით, ნაცრადიკალების პროპაგანდა, რომ უზნეო და ტოქსიკურია, არაა ახალი ამბავი.

“წინასააღდგომოდ, ქრისტიანები განსაკუთრებით ემზადებიან. საღამოხანს ოჯახებში მიეჩქარებათ, ზოგი ტაძრიდან ბრუნდება, ზოგი მშობლიურ ქალაქებსა და სოფლებში წასასვლელად ემზადება. ამ დროს კი, უსამშობლო, ეკლესიის მტრები, დაზომბირებული რამდენიმე ნაცაქტივისტი ვარაზის ხევს კეტავს და მძღოლებისგან სოლიდარობას მოითხოვს. როგორი გახრწნილი არიან მათი სპონსორები და იდეოლოგები და როგორი უბადრუკია მათი რაღაც PR-სტრატეგია.

ნაცრადიკალების პროპაგანდა, რომ უზნეო და ტოქსიკურია, არაა ახალი ამბავი. თურმე რამდენიმე ჭკუათხელი აქტივისტის მიერ ვარაზის ხევის გადაკეტვა დიდი არაფერია, რადგან იქ თურმე დროებითი ბლოკირების დროს, არ გაუვლია არც სასწრაფოს და არც სახანძრო-სამაშველოს. ამას ამბობს ნამუსგარეცხილი და ჩლუნგი “ჟურნალისტებით” დახუნძლული “გლავკანალი”. როგორ გაივლიდა გმირთა მოედანზე გადაუდებელი დახმარებისთვის მოძრავი სპეცმანქანა, როცა წინ უშველებელი საცობი ექნებოდა?!
“ზიარჭურჭლის” პრინციპია ნაცსექტანტებში – ტოქსიკური მავნებლობა და გაუგონარი უვიცობა.”– წერს გია აბაშიძე.

Continue Reading

Previous: როდესაც ასეთი დაძაბულობაა, იმის მაგივრად, რომ ევროპარლამენტარებმა დამამშვიდებელი განცხადებები გააკეთონ, ვხედავთ, რომ მომიტინგეთა მხარდამჭერ მესიჯებს ავრცელებენ და ამ აგრესიული ჯგუფების გამოსვლას დემოკრატიის ხმას არქმევენ
Next: ყველაფერზე მიდიან, იმ დონეზე აქვთ პარალიზებული ქალაქი, რომ სასწრაფოც ვერ მოძრაობს, ადამიანის სიკვდილიც კი არ ადარდებთ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025