Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თბილისში მიმდინარე აქციები ნამდვილად ძალადობრივია, მათი საბოლოო მიზანი კი საქართველოში რევოლუციის მოწყობაა

მარშალ პრესი 02/05/2024
eka sepashvili

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან თბილისში მიმდინარე აქციები შეაფასა, რომელიც გამჭვირვალობის კანონპროექტის უკან გაწვევას მოითხოვს. ეკა სეფაშვილის თქმით, აქციები მშვიდობიანი ნამდვილად აღარ არის და დემონსტრანტების საბოლოო მიზანი საქართველოში რევოლუციის მოწყობაა.

„ვითომდა მშვიდობიანი მომიტინგეები არ ემორჩილებიან სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნებს და ცდილობენ სახელმწიფო ინსტიტუტების პიკეტირებას, მათ გამოწვევას და ძალადობრივი აქტების პროვოცირებას. ეს, რა თქმა უნდა, დაუშვებელია და აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და მშვიდობიანი მიტინგის ფარგლებს სცდება. ეს უკვე ნამდვილად ძალადობრივი აქციებია და მათი ერთადერთი და საბოლოო მიზანია საქართველოში რევოლუციის მოწყობა.“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: არავის ეშინია ამ მინი-ფაშისტების, რომლებიც ოჯახის წევრებს, ბავშვებს და ხანდაზმულებს ემუქრებიან დევნით
Next: შტატებში წესრიგის დაცვა საჭირო ყოფილა და საქართველოში – ცეცხლის წაკიდება, ქვების სროლა, ფიზიკური ძალადობა, გინება და შეურაცხყოფა, თურმე ევროპული ღირებულებებია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.