Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს უნდა ჩამოერთვასო კანდიდატის სტატუსიო, ეს ის ხალხია, რომლებიც ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას კი არ დაუმსახურებია კანდიდატის სტატუსიო – ხალხს მისცესო და თუ ხალხს მისცეს, მაშინ ახლა როგორ ითხოვთ, რომ ხალხს ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსი?

მარშალ პრესი 02/05/2024
archil talakvadze

ჩვენ ვთქვით გუშინაც და წინა დღეებშიც, რომ მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში არის ურთულესი გამოწვევები და საქართველოს ახლა არ სჭირდება დესტრუქცია, არეულობა და დესტაბილიზაცია. ეს ვთქვით სწორედ იმიტომ, რომ რეგიონშიც, ევროპის კონტინენტზეც არის სერიოზული გამოწვევები უსაფრთხოების, არის პოლიტიკური პრობლემები, საარჩევნო წელია ყველგან, ამიტომ ძალიან ფხიზლად უნდა ვიყოთ და უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რაც ჩვენ ქვეყანას დღეს აქვს – ეს არის მშვიდობა, ეს არის ეკონომიკური ზრდა და ეს არის წარმატებები, პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელსაც ვერავინ ვერ ჩამოართმევს ქართველ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე რადიკალურ ოპოზიციას გამოეხმაურა, რომლებიც აცხადებენ, რომ საქართველოს უნდა ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსი და აღნიშნა, რომ ეს ის ხალხია, რომლებიც ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას კი არ დაუმსახურებია კანდიდატის სტატუსიო – ხალხს მისცესო და თუ ხალხს მისცეს, მაშინ სვავს კითხვას, ახლა როგორ ითხოვენ, რომ ხალხს ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსი.

„მე მინდა გამოვეხმაურო სასაცილო და უთავმოყვარეო განცხადებებს, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია აკეთებდა ამ დღეებში, რომ საქართველოს უნდა ჩამოერთვასო კანდიდატის სტატუსიო. ეს ის ხალხია, რომლებიც ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას კი არ დაუმსახურებია კანდიდატის სტატუსიო – ხალხს მისცესო და თუ ხალხს მისცეს, მაშინ ახლა როგორ ითხოვთ, რომ ხალხს ჩამოერთვას კანდიდატის სტატუსი? რა შეფასებას აკეთებთ ამაზე? ანუ როდესაც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი მაშინ თურმე მხოლოდ ხალხის დამსახურება ყოფილა, არა ხალხის და ხელისუფლების და ახლა, როცა გინდათ ზეწოლა მოახდინოთ ხელისუფლებაზე, ახლა თურმე აღარ არის კანდიდატის სტატუსი ხალხის და ხელისუფლებას უნდა ჩამოერთვას? ეს არის თქვენი ლოგიკა და ეს არის თქვენი პატრიოტიზმი? თქვენ პირდაპირ ხართ თქვენი ქვეყნის ოპოზიციაში და ამაზე გაგცემთ ხალხი პასუხს საპარლამენტო არჩევნებში“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

Continue Reading

Previous: სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე, რათა დაიცვას თითოეული მოქალაქე, საზოგადოების უსაფრთხოება და წესრიგი – არავის მივცემთ საშუალებას, ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს
Next: არავის ეშინია ამ მინი-ფაშისტების, რომლებიც ოჯახის წევრებს, ბავშვებს და ხანდაზმულებს ემუქრებიან დევნით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025