Skip to content
06/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გამჭვირვალობის კანონის მიღებით და თანხების გამჭვირვალობით გარე აქტორებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის, მართვის, რევოლუციების მოწყობის ბერკეტები ჩამოერთმევათ

მარშალ პრესი 02/05/2024
robert sturua

გამჭვირვალობის კანონის მიღებით და თანხების გამჭვირვალობით გარე აქტორებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის, მართვის, რევოლუციების მოწყობის ბერკეტები ჩამოერთმევათ, – ამის შესახებ რეჟისორმა, რობერტ სტურუამ განაცხადა.

„თანახმა ვარ ამოქმედდეს კანონი „გამჭვირვალობის შესახებ“, რადგან მოხდეს:

  • იმ ძალების ბოლომდე გამოცდა, რომლებსაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მოგონილი გაყალბების მოტივით, რევოლუცია უნდა მოეწყოთ. შესაბამისად, ეს მარტო კანონი კი არა, გადატრიალების პრევენციაა.
  • მეორე მხრივ, მოხდეს გარედან მართული აქტორების და რესურსების სრული იდენტიფიცირება და ლუსტრაცია. ანუ, იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ ჩართულია მთლიანი გარე რესურსი და ხდება მისი შეფასება.
  • ასევე, წინასწარ გამოვლინდეს სუსტი ადგილები, მოწყვლადი, გუნდის მოღალატე ან არამდგრადი ადამიანები.

რაც მთავარია, კანონის მიღებით და თანხების გამჭვირვალობით გარე აქტორებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის, მართვის, რევოლუციების მოწყობის ბერკეტები ჩამოერთმევათ.

დიახ, თანახმა ვარ, რადგანაც ვიცი, რა ჩაიფიქრეს ნაცისტებმა – ქართველები ერთმანეთს დაერევიან და ეს არამზადები ქართველების სისხლს უმოწყალოდ დაღვრიან! ყოველი სისხლის წვეთი იმ ჭკუათხელი პრეზიდენტის სინდისზე შედედდება, თუ გააჩნია ილიას მკვლელის შვილს სინდისი! და მერე კაგებეს მაიორის, ვითომ ქართველი Мишенька-ს ოცნებაც ახდება – რუსები კვლავ დაგვიმონებენ და ამ ნაძირალა ნაცისტებს დაგვისვამენ ახალ ცეკაში! ფრთხილად!“- აცხადებს რობერტ სტურუა.

Post navigation

Previous: იმდენად არააადეკვატური გახდა ალომე ზურაბიშვილი, რომ მისი ნებისმიერი მოწოდება არაფრისმთქმელია და საოხუნჯო
Next: მინდა მშობლებსაც და ახალგაზრდებსაც მოვუწოდო, ფრთხილად იყვნენ, არსებობენ სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ამას განზრახ სჩადიან, რომ დაპირისპირება როგორმე მსხვერპლით დამთავრდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.