Skip to content
26/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რადიკალიზმი პატრიოტიზმით ჩაანაცვლონ და ზედაპირულად არ შეხედონ საკითხს. რა თქმა უნდა, ევროპა, მაგრამ სამშობლოს სუვერენიტეტის დაცვით და არა – წაუკითხაობითა და ღირებულებების დაცლით

მარშალ პრესი 02/05/2024
dimitri khundadze

„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც დიმიტრი ხუნდაძე წერს, დღეს ჩვენი ქვეყნის რეალური სუვერენიტეტი მხოლოდ საქართველოს სურს – ახალგაზრდები ამაზე უნდა დაფიქრდნენ და საკუთარი ხელით არ უნდა გააკეთონ ის, რაც მათივე ინტერესს ეწინააღმდეგება.

„დღეს მიდის ბრძოლა იმასთან დაკავშირებით, თუ სად მიიღება გადაწყვეტილებები საქართველოსთან მიმართებით – ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. კანონი ქართულია, იცავს ქვეყნის ინტერესებს და აძლიერებს მის სუვერენიტეტს. რადგან ამ კანონის ქართულობა შინაარსშიც იკითხება, სწორედ ამიტომ დაარქვეს მას რუსული და დაუკვეთეს წაუკითხავად მისი გაპროტესტება.

დღეს ჩვენი ქვეყნის რეალური სუვერენიტეტი მხოლოდ საქართველოს სურს.

ახალგაზრდების ის ნაწილი, ვინც თავისი ქვეყნის პოლიციას სამიზნედ ეძებს, ამაზე უნდა დაფიქრდნენ და საკუთარი ხელით არ უნდა გააკეთონ ის, რაც მათივე ინტერესს ეწინააღმდეგება. ამისთვის საჭიროა რადიკალიზმი პატრიოტიზმით ჩაანაცვლონ და ზედაპირულად არ შეხედონ საკითხს. რა თქმა უნდა, ევროპა, მაგრამ სამშობლოს სუვერენიტეტის დაცვით და არა – წაუკითხაობითა და ღირებულებების დაცლით.“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Continue Reading

Previous: ომის მშვიდობად წარმოჩენა, მონობის თავისუფლებად წარმოჩენა და უმეცრების სიძლიერედ წარმოჩენა პოლიტიკური და მედია ტექნოლოგიებით შესაძლებელია ანუ ორაზრის პრინციპით მასის მართვა შესაძლებელია
Next: „მოსახლეობას მოვუწოდებ, განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ თავისუფლებისთვის არიან იქ მისული და საქართველოს გადარჩენისთვის იბრძვიან – ისინი ელემენტარულად ვერ ხედავენ იმ ადამიანებს, ვინც მათ მართავს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025