Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ქუჩაში გამოდიხართ, მხოლოდ პოლიტიკური სატყუარა ხართ, თქვენ სისხლზე აქვთ გათვლა ამ პოლიტიკურ სვავებს და გონს მოეგეთ, რას აპროტესტებთ ერთხელ მაინც გადაიკითხეთ!

მარშალ პრესი 01/05/2024
tamta megrelishvili

“ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მიღების სამართლებრივ პროცედურებს განმარტავს.

მისივე განცხადებით, პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო სექტორის უარგუმენტო წელიწადნახევრიანი ყვირილი და აპელირება, რომ კანონის შინაარსში არ შევლენ, ნიშნავს იმას, რომ მათ ან შინაარსის ეშინიათ, ან მონურ ფსიქოლოგიას თავი ვერ დააღწიეს და სხვა აზრის გაზიარების ეშინიათ.

„ბევრი მწერთ. რატომ არ ხდება გამჭვირვალობის კანონის პროექტის „სწრაფად” მიღება და თქვენგან ისმის კითხვა – რას ველოდებით?!
ამიტომ განვმარტავ: სამართლებრივი პროცედურების გათვალისწინებით, კანონი მიიღება სამი მოსმენის საფუძველზე, რომელთაგან პირველი ეთმობა კანონპროექტის ზოგადი პრინციპების განხილვას, მეორე მის არსებით გარჩევას, მესამე კი – სარედაქციო დეტალებს.

გამჭვირვალობის კანონის პროექტი კანონით დადგენილი პროცედურებით დადგენილ ამ გზას გადის და ის სამართლებრივად დასრულებულ სახეს მიიღებს და კანონად აუცილებლად იქცევა.
მინაწერი: დაზუსტებულად შემიძლია ვთქვა, რომ ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის სიტყვები „შინაარში არ შევიდეთ ნიშნავს“ კანონის პროექტის შინაარსის მეშინია!

ან ნიშნავს რომ სერვილიზმს, მონურ ფსიქოლოგიას თავი ვერ დავაღწიე და სხვა აზრის გააზრების მეშინია!

ან უარესი, ნიშნავს, რომ ამ კანონის პროექტის ირგვლივ ჩემი პოზიცია ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს წინასწარვე მივყიდე.

სხვა ახსნა პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო სექტორის უარგუმენტო წელიწადნახევრიან ყვირილს არ აქვს და ის ახალგაზრდები რომლებიც დღეს ქუჩაში გამოდიხართ მხოლოდ პოლიტიკური სატყუარა ხართ, თქვენ სისხლზე აქვთ გათვლა ამ პოლიტიკურ სვავებს და გონს მოეგეთ.

რას აპროტესტებთ მინიმუმ ერთხელ მაინც გადაიკითხეთ!” – წერს მეგრელიშვილი Facebook.-ზე.

Continue Reading

Previous: გაუმარჯოს ერთიან, დამოუკიდებელ საქართველოს – მამული, ენა, სარწმუნოება – ბაჩანა ჭანტურია
Next: ანა ნაცვლიშვილი, ადამიანი, რომელიც სადაც არ უნდა მოხვდეს ისტერიულად და განურჩევლად ყველას რუსეთუმეს ეძახის, საქართველოს ინდუსტრიის ძარცვით გამდიდრდა -დროა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025