Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს არის ნეო-ნაციზმი. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი. ამ რეჟიმის დაბრუნებას ცდილობენ საქართველოში

მარშალ პრესი 01/05/2024
davit kartvelishvili

„ესენი წარმოადგენენ აბსოლუტურად გან-სულიერებულ არსებებს, რომლებმაც მათში დაბადებიდან ჩადებული უფლის ხატი და მსგავსება არც კი გაყიდეს – უსასყიდლოდ ჩააბარეს სატანას, რომლის რიგებში ჩვენი და ჩვენი ახლობლების სულების გაერთიანებაც სურთ,” – წერს ოპოზიციის მისამართით სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
როგორც ქართველიშვილი წერს, რადიკალები საქართველოში ფაშიზმის ახალი ფორმით დანერგვას ცდილობენ.

„ეს არის ნეო-ნაციზმი. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი. ამ რეჟიმის დაბრუნებას ცდილობენ საქართველოში. გერმანულ კლასიკურ ფაშიზმზე გამარჯვებაში ჩვენი პაპების წვლილსაც ვერ გვპატიობენ.

გვიახლოვდება 9 მაისი და ამასაც კიდევ ერთხელ დავინახავთ. მანამდე კი კვლავ „ახალი იმედის” დარბევა სწყურიათ, ჩვენი შვილიშვილების და შვილების, მოხუცებული მშობლების გა-ოსვენციმ-ება და გა-გულაგ-ება. ესენი წარმოადგენენ აბსოლუტურად გან-სულიერებულ არსებებს, რომლებმაც მათში დაბადებიდან ჩადებული უფლის ხატი და მსგავსება არც კი გაყიდეს – უსასყიდლოდ ჩააბარეს სატანას, რომლის რიგებში ჩვენი და ჩვენი ახლობლების სულების გაერთიანებაც სურთ.

კლასიკური „ქსელური მარკეტინგის” პრინციპით – მოგვიყვანე 10 ახალი განსულიერებული და “აბადონის კიბეზე” ახალ ლეველზე…ოღონდ, კი არ აგიყვანთ, არამედ ჩაგიყვანთ. რადგანაც ეს კიბე ზეცისკენ კი არ ადის – ქვესკნელში მიემართება…” – წერს დავით ქართველიშვილი.

Continue Reading

Previous: საპატრიარქო მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
Next: ამ პროცესმა ფაშისტები გამოავლინა – ფაშიზმი შეცდომა არასდროს არის, ეს გააზრებული ბოროტება და არჩევანია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025