Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პრემიერი გორში ახალი სასტუმროს მშენებლობის პროცესს გაეცნო

მარშალ პრესი 21/05/2022
გორში ახალი სასტუმრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქალაქ გორში, გურამიშვილის ქუჩაზე, ახალი სასტუმროს მშენებლობა დაათვალიერა. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი მთავრობის მეთაურს კომპანია „ინნ ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ გააცნო.

მისი თქმით, შვიდ სართულიანი სასტუმროს პროექტს კომპანია სახელმწიფოს თანადაფინანსებით ახორციელებს და მისი საინვესტიციო ღირებულება 20 მლნ. ლარს აღემატება.

118 ნომრიან სასტუმროში მოეწყობა რესტორანი, ბარი და ლაუნჯი, დახურული საცურაო აუზი, სპა, საუნა, ორი საკონფერენციო დარბაზი და ქართული ღვინის ტრადიციული მარანი, სადაც სტუმრებს შეეძლებათ გაეცნონ ქართულ ტრადიციულ მეღვინეობას.

კომპანია სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარია. კომპანიის მენეჯმენტი მშენებლობის დასრულების შემდეგ 62 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ვარაუდობს. სასტუმროს გახსნა მიმდინარე წლის აგვისტოში არის დაგეგმილი.

Continue Reading

Previous: ირაკლი ღარიბაშვილმა ნაცებს ცივი წყალი გადაასხა და მიხეილ სააკაშვილს პირში ჩალა გამოავლო (ვიდეო)
Next: ირაკლი ღარიბაშვილი ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიას სტუმრობდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025