Skip to content
26/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სირცხვილია ლიდერად გყავდეს წითლიძე, ხაბეიშვილი, ვაშაძე, მელია და გვარამია და მათ დაძახებულზე გამოდიოდე გარეთ

მარშალ პრესი 01/05/2024
mikheil kavelashvili

„არის ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი, რომლებიც თითქოსდა გულწრფელები არიან, მაგრამ მე ვერაფრით ვერ დავადგინე, როგორ აკავშირებენ ჩვენს სახელმწიფოს რუსეთთან,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

იგი დღეს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვისას ოპოზიციის ქმედებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგმილი.

„პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენები რასაკვირველია, წინასწარ იყო დაგეგმილი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ეს პროცესი დიდი ხნის დაგეგმილია, სურთ აწიონ ტემპერატურა, გამოიწვიონ ვნებათაღელვა და რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანონ ქუჩაში. ამიტომაც იძულებულები ვართ, რომ ამ ადამიანებს შევახსენოთ, რომ სირცხვილია ლიდერად გყავდეს წითლიძე, ხაბეიშვილი, ვაშაძე, მელია და გვარამია და მათ დაძახებულზე გამოდიოდე გარეთ. ეს ადამიანები აპოგეაში იყვნენ დარბევებისა და ძალადობის. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის რას წარმოადგენდნენ ეს ადამიანები, როგორ არბევდნენ და კლავდნენ ხალხს პირდაპირ ქუჩაში. შეუძლებელია ეს ვინმეს არ ახსოვდეს. თუმცა არის ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი, რომლებიც თითქოსდა გულწრფელები არიან, მაგრამ მე ვერაფრით ვერ დავადგინე, როგორ აკავშირებენ ჩვენს სახელმწიფოს რუსეთთან.“ – განაცხადა ყაველაშვილმა.

Continue Reading

Previous: ჟურნალისტებო, გთხოვთ გამოამზეუროთ 83 მონა დეპუტატის მეუღლეების, სრულწლოვანი შვილების და მშობლების ვინაობები, სად მუშაობენ, სად ცხოვრობენ, სად სწავლობენ – ანა დოლიძის და
Next: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკომისიის გენერალურ დირექტორს სამეზობლო და გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში, ხერტ იან კოოპმანს შეხვდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025