Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე საქართველოს საზოგადოებამ საბოლოოდ უთხრა უარი მონობას და აირჩია სუვერენიტეტი

მარშალ პრესი 30/04/2024
guram macharashvili

„საზოგადოებამ მოისმინა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და საპატიო თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები, რომელმაც ქართულ საზოგადოებას ერთგვარი ანგარიშიც ჩააბარა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადადო თავი საკუთარი ქვეყნისთვის.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, საყოველთაო-სახალხო შეკრების შეფასებისას.

მისი თქმით, საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე საქართველოს საზოგადოებამ საბოლოოდ უთხრა უარი მონობას და აირჩია სუვერენიტეტი.

„ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას დაპირებაც მისცა, რომ ისევ გააგრძელებს ყველა ქველმოქმედებას, მათ შორის, პოლიტიკურს, იმისათვის, რომ საქართველომ სუვერენიტეტი შეინარჩუნოს. ამ შეკრებაზე საქართველოს საზოგადოებამ საბოლოოდ უთხრა უარი მონობას და აირჩია სუვერენიტეტი. საბოლოოდ უთხრა უარი გაუმჭვირვალობას და აირჩია გამჭვირვალობა. უთხრა „არა“ ურწმუნოებას და „დიახ“ – სარწმუნოებას. ეს არის ჩვენი გზა, საქართველოს გზა. საქართველოს საზოგადოების ამ მასშტაბურმა რაოდენობამ ჩვენ, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მივდივართ სწორი, სუვერენიტეტის შენარჩუნების გზით.“ – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: ხანდახან იტყვიან, რომ არ გვინდა ეგ რევოლუციაო, მაგრამ გვინდა რევოლუცია, ეგენი უნდა გადავაბრუნოთ – რეზო ხარაზი
Next: აქციის დასრულების შემდეგ, დარბაისელმა ბაბუამ მითხრა, მშვიდობა გვაქვს ქვეყანაში, როგორც ომში დაღუპული ჯარისკაცის მამა გეუბნები და ეს მშვიდობა ბატონი ბიძინას დამსახურებააო-ასეთი პატრიოტი ქართველების შესაკრებად მართლა ღირდა გუშინდელი დღე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.