Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თქვენმა პოლიტიკურმა პარტიამ გაყიდა მამული, ენა, სარწმუნოება – ავთანდილ თალაკვაძე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელს

მარშალ პრესი 30/04/2024
avtandil talakvadze

ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე, “ნაციონალური მოძრაობიდან” ოზურგეთის საკრებულოს წარმომადგენლის, თათია ნიკოლაშვილის ბრალდებას ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ ოზურგეთის გმირთა მოედანზე მდებარე ბანერი, სიტყვებით “მამული, ენა, სარწმუნოება” მერმა ჩამოხსნა.

როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, სწორედ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაყიდა აღნიშნული ადგილი, რის დამადასტურებელ დოკუმენტსაც აქვეყნებს. მისივე თქმით, პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე პირი სიცრუეს და დეზინფორმაციას ავრცელებს, რაც სამწუხაროა.

“თათია, სწორედ თქვენმა პოლიტიკურმა პარტიამ – “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაყიდა მამული, ენა სარწმუნოება. ოზურგეთშიც და საზოგადოდაც.
ამის დამადასტურებელ დოკუმენტსაც თან ვურთავ კომენტარებში, სადაც ჩანს, რომ ეს ტერიტორია 2008 წლის 7 ოქტომბერს გაიყიდა.
სამწუხაროა, რომ საკრებულოს წევრი და პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე, სინამდვილეში დეზინფორმაციის და სიცრუის გავრცელების ჩვეულებრივი არხი გახდით. დეზინფორმაციით ევროკავშირში ვერ შეხვალთ.” – წერს ავთანდილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის ევროპული დემოკრატიის და მმართველობის ნაწილი, რამეთუ დემოკრატიას სწორედ ინფორმირებული მოქალაქეები წარმოადგენენ
Next: თუ დღეს ვიღაცას გაახსენდა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილები უნდა დავიცვათ, ამას გვერდში დგომა სჭირდება იდეურად – თუ ამგვარ რწმენას გავაცოცხლებთ ყოველი წამი იქნება იმედის მომცემი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.