Skip to content
26/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გამჭვირვალობის შესახებ კანონს აუცილებლად მივიღებთ, რადგან ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესებში შედის

მარშალ პრესი 30/04/2024
eka sepashvili

„გამჭვირვალობის შესახებ კანონს აუცილებლად მივიღებთ, რამდენიც არ უნდა იყვიროს იმ უმცირესობამ, რომლისთვისაც გამჭვირვალობა და მდიდარი ენჯეოების ფინანსების საჯაროდ ხელმისაწვდომობა მიუღებელია“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი საქართველოს ეროვნულ ინტერესებში შედის.

„დღეს სესიაზე გამჭვირვალობის კანონს მეორე მოსმენით განვიხილავთ. ოპოზიცია, რა თქმა უნდა, ისევ შეეცდება რაიმე პროვოკაციის მოწყობასა და პროცესის ხელოვნურად გაწელვას. თუმცა ეს მათ ვერ უშველით, ამ კანონს აუცილებლად მივიღებთ, რადგან ეს ჩვენი ეროვნული ინტერესია.

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საქმიანობა გაუმჭვირვალეა და სხვათა შორის, დასავლეთიდან იყო მოთხოვნა, რომ ეს სფერო გამჭვირვალე უნდა გამხდარიყო. ჩვენც სწორედ ამ მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს. ასე რომ, ამ კანონს აუცილებლად მივიღებთ, რამდენიც არ უნდა იყვიროს იმ უმცირესობამ, რომლისთვისაც გამჭვირვალობა და მდიდარი ენჯეოების ფინანსების საჯაროდ ხელმისაწვდომობა მიუღებელია.“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: საპარლამენტო არჩევნებმა ქუჩაში გადმოინაცვლა და ყველასათვის ნათელი გახადა მოსალოდნელი შედეგები. მარცხისთვის განწირული ოპოზიცია მეტ არეულობას შეეცდება
Next: სალომე ზურაბიშვილის პროვოკაციულ მიმართვას ჯარის პოლიტიზების სახიფათო და დაუშვებელი სურვილი ახლავს, დადგება დრო, როდესაც მას გამოძიების წინაშე პასუხის გაცემა მოუწევს, ვისი დავალებით და რის საფასურად მოქმედებდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.