Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლო დამუშავების პროცესი მიმდინარეობს

მარშალ პრესი 27/04/2024
440739437_816438780538709_6491503878499772487_n
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლო დამუშავების პროცესი მიმდინარეობს.
ფერმერებს სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეუძლიათ, მიმდინარე წელს პროგრამის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სულ 250 ჰა- ფართობი დამუშავდება.
მიწის დამუშავების პროცესში ჩართულია ტექნიკა და აგრო-ვადების შესაბამისად ხორციელდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დამუშავების პროცესი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ადგილობრივი ფერმერებისათვის. ისინი შეძლებენ დროულად თესვის სამუშაოების განხორციელებას.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაზე, მერიის სამსახურის წარმომადგენლები, მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ბერიძე და აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

Continue Reading

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ
Next: ყველას გეუბნებით, ვისაც არ გრცხვენიათ ნიკა გვარამიას და ელენე ხოშტარიას თანამებრძოლობა და თანამოაზრეობა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025