Skip to content
08/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღეს საქართველოს სჭირდება გამარჯვების გზებზე სიარული და ეს აუცილებლად ასე იქნება

მარშალ პრესი 29/04/2024
irakli kobakhidze

დღეს საქართველოს სჭირდება განვითარება – სჭირდება ეკონომიკის სწრაფი ზრდა, გზების, აეროპორტების, პორტების, ელექტროსადგურების, სტადიონების მშენებლობა, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის მუდმივი გაუმჯობესება. საქართველოს სჭირდება გამარჯვების გზებზე სიარული და ეს აუცილებლად ასე იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ერთგულება და ეროვნული საქმე არის ის, რასაც ბიძინა ივანიშვილს ვერ პატიობენ ამ ქვეყნის დამონებისა და დაჩაგვრის მოსურნე ადამიანები.

„ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა. ბიძინა ივანიშვილმა მოგვცა თითოეულ ჩვენგანს ქვეყნისთვის თავდადების, ჰუმანურობის, პრაგმატულობის და მოთმინების მაგალითი. მან მოგვცა უანგარო პატრიოტობისა და ეროვნული საქმის კეთების მაგალითი. მოგვცა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა გაიღო მაქსიმუმი შენი ქვეყნის იდენტობისა და თვითმყოფადობის დაცვისა და შენარჩუნებისთვის. ბიძინა ივანიშვილმა მოგვცა იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გადადო თავი, როდესაც ეს ქვეყნის გადარჩენისა და გათავისუფლებისთვის არის აუცილებელი. საქართველოს ერთგულება და ეროვნული საქმე არის ის, რასაც ბიძინა ივანიშვილს ვერ პატიობენ ამ ქვეყნის დამონებისა და დაჩაგვრის მოსურნე ადამიანები. მადლობა ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ საქართველოს დღეს აქვს მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა. მადლობა მას იმისათვის, რომ სწორედ მშვიდობითა და ეკონომიკური წინსვლით გავხდით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ბიძინა ივანიშვილმა მოგვცა იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება გადადო თავი, როდესაც ეს ქვეყნის გადარჩენისა და გათავისუფლებისთვის არის აუცილებელი
Next: მეამაყება, რომ ვარ ქართველი, ჩვენი მრავალეროვანი, ღირსეული და ამაყი ქვეყნის შვილი, საქართველო აუცილებლად ივლის წინ ღირსებით ევროპისკენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025