Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც ამ 4 წლის განმავლობაში გამოავლინა უპრეცედენტო სიბრძნე და გამოცდილება, ყველაზე რთულ მომენტებში, საზოგადოების თანადგომამ მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეცვა ქვეყნის ეროვნული ინტერესები, არ დაგვეშვა ქვეყნის არევა

მარშალ პრესი 29/04/2024
irakli kobakhidze

მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც დადგნენ იქ, სადაც საქართველოს სჭირდებოდა, დადგნენ საქართველოს სუვერენიტეტისა და სწორი ღირებულებების მხარეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველაზე რთულ მომენტებში, სწორედ ქართული საზოგადოების სწორმა პოზიციამ და თანადგომამ გააჩინა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის შესაძლებლობა.

„მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც ამ 4 წლის განმავლობაში გამოავლინა უპრეცედენტო სიბრძნე და გამოცდილება. ყველაზე რთულ მომენტებში, სწორედ ქართული საზოგადოების სწორმა პოზიციამ და თანადგომამ მოგვცა შესაძლებლობა, დაგვეცვა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, არ დაგვეშვა ქვეყნის არევა, ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნება და საქართველოს უკრაინიზაცია. მადლობა ყველა ღირსეულ ქართველს – პედაგოგებს, ექიმებს, სასულიერო პირებს, საჯარო მოსამსახურეებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მაშველებს, ვეტერანებს, სპორტსმენებს, ხელოვანებს, სტუდენტებს, პენსიონერებს, დევნილებს, მეწარმეებს, მუშებს, ფერმერებს, გლეხებს, ყველა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლებს, ყველას – ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც დადგნენ იქ, სადაც საქართველოს სჭირდებოდა, დადგნენ საქართველოს სუვერენიტეტისა და სწორი ღირებულებების მხარეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია
Next: მოვუწოდებთ ევროკავშირს, 2022 წლის ივნისისგან განსხვავებით, გამოხატოს სათანადო პატივისცემა ქართული საზოგადოების მიმართ, აღადგინოს სამართლიანობა და გახსნას მოლაპარაკებები წელსვე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025