Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თუშეთის სეზონის მოახლოვებასთან დაკავშირებით დღეს ბადაგონის სახლში თუშური კულტურის დღე, სახელწოდებით ,,თუშური ტაბლა“ აღინიშნა.

მარშალ პრესი 21/05/2022
თუშური ტაბლა
ღონისძიებას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
🏔 თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლადო კახოიძემ წიგნის ,,თუშური ტაბლა“ შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა მოწვეულ სტუმრებს.
🔷ა️დგილობრივი და რეგიონული ხელმძღვანელობა, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია და ბადაგონის სახლი ალავერდთან ერთად ზრუნავენ თუშური ტრადიციული სამზარეულოსა და ადგილობრივი კულტურის პოპულარიზაციაზე.
📗წიგნის ,,თუშური ტაბლა“ პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, სტუმრები გაეცნენ თუშურ წეს-ჩვეულებებს, დააგემოვნეს ადგილობრივი კერძები და მოისმინეს ტრადიციული ფოლკლორული ნაწარმოებები.
✅ გაიმართა გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილი იყო:
🔹️შეფ-მზარეულის, ნატა ბაიხოიძის მიერ მომზადებული ადგილობრივი კერძები;
🔹️ „ლაგაზი ბეიქერი“-ს გამომცხვარი წითელი დოლის პური;
🔹️სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ალაზნისთავი“-ს გუდის ყველი;
🔹️„უშარო“-ს თუშური მცენარეების ჩაი და მურაბები;
🔹️ადგილობრივი ალუდი და მცენარეული არაყი;
🔹️თუშური ხელსაქმის სახელოსნო, „მზემოე“-ს მიერ შექმნილი, ტრადიციული ხელსაქმის ნიმუშები.
ტაბ
ტავლ
ტრ

Continue Reading

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორი სასამართლო ჩავიბარეთ 2012 წელს – ეს იყო რეალურად პროკურატურის დანაყოფი
Next: გიორგი კეკელიძის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – ეროვნული ბიბლიოთეკა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025