Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ეს ხალხი ზნეს და ჩვეულებას არ და ვერ შეიცვლის – გიორგი ზერეკიძე ნაც.მოძრაობაზე

მარშალ პრესი 29/04/2024
giorgi zerekidze

კოლექტიური ნაცები ზუსტად ისე იქცევიან, როგორც იქცეოდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. როდესაც ძალაუფლება ჰქონდათ, მათგან განსხვავებულ ნებისმიერ აზრს უსწორდებოდნენ სასტიკად, ძალადობით, ხალხის ციხეში გამოკეტვით, სულდგმულობდნენ ბიზნესის რეკეტით, ოჯახების აწიოკებით, მათ მიერ გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ადამიანების შანტაჟით, მედიის განადგურებით, – ამის შესახებ გიორგი ზერეკიძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, 14 წლის ასაკში დააკავეს, სოციალურ ქსელში წერს.

ზერეკიძე აღნიშნავს, რომ კოლექტიური ნაცები ზნეს და ჩვეულებას არ და ვერ შეიცვლიან, მათი ხელისუფლებაში მოსვლის თეორიულად დაშვებაც კი ამ ქვეყანაში გაათმაგებულ ძალადობას, სისასტიკეს და სისხლისღვრას მოიტანს.

„კოლექტიური ნაცები ზუსტად ისე იქცევიან, როგორც იქცეოდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. როდესაც ძალაუფლება ჰქონდათ, მათგან განსხვავებულ ნებისმიერ აზრს უსწორდებოდნენ სასტიკად, ძალადობით, ხალხის ციხეში გამოკეტვით, სულდგმულობდნენ ბიზნესის რეკეტით, ოჯახების აწიოკებით, მათ მიერ გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ადამიანების შანტაჟით, მედიის განადგურებით.

განსხვავება ერთშია, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, დღეს ამ მოძალადეებს აღარ აქვთ ძალაუფლება და იყენებენ იმ მეთოდებს, რაც შეუძლიათ, ბულინგს, ადამიანების, მათი ოჯახების შეურაცხყოფას, სიტყვიერ შანტაჟს. გადახედეთ მათ სტატუსებს ოცნების მხარდამჭერების, ბიზნესმენების, სასულიერო პირების მიმართ. გადახედეთ მათ ქცევას მედიის წარმომადგენლების მიმართ აქციებზე, იმ მედიების, რომლებიც მათ სამსახურში არ დგანან და სიმართლეს ემსახურებიან. ეს ხალხი ზნეს და ჩვეულებას არ და ვერ შეიცვლის, მათი ხელისუფლებაში მოსვლის თეორიულად დაშვებაც კი ამ ქვეყანაში გაათმაგებულ ძალადობას, სისასტიკეს და სისხლისღვრას მოიტანს. ამიტომ დღეს ყველა ერთად უნდა ვიდგეთ და დავანახოთ ყველას თუ რა უნდა საქართველოს, რა უნდა ქართველ ხალხს!“ – წერს გიორგი ზერეკიძე.

Continue Reading

Previous: რაც უნდა ეცადოს რადიკალური ოპოზიციის მიერ მართული მარიონეტული მედია დღევანდელი საყოველთაო სახალხო შეკრების დისკრედიტაციას, ფაქტია, რომ ეს არის საქართველოს ხმა
Next: მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოდან საკუთარი საჩივარი გამოითხოვა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025