Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

„დღეს საქართველოს ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება – ეროვნული გამბედაობით, რწმენის, ფასეულობების და სუვერენიტეტის შენარჩუნებით ახალ გეოპოლიტიკაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება

მარშალ პრესი 29/04/2024
tamar chiburdanidze

„ახალ რეალობაში ტრანსფორმირდება ევროპული პოლიტიკა, ჩვენ კი, ოპოზიცია და მათი ლობისტები წარსულში ჩარჩენას გვთავაზობენ. გარდა ამისა, გლობალურ პოლიტიკაში შემოვიდნენ ახალი მსხვილი მოთამაშეები და საქართველო პროგრესისთვის ამას ითვალისწინებს. ძველ სტრატეგიულ პარტნიორებს ეს არ სურთ და მაქსიმალურად ცდილობენ არ დაკარგონ საქართველოს მართვის სადავეები, მაგრამ ქართველი ხალხი სხვა არჩევანს აკეთებს,” – ასე აფასებს ქვეყანაში შექმნილ რეალობას „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.

როგორც ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, ქართველი ხალხი, ერთიანია დედა ეკლესიასთან ერთად და შეძლებს არსებული გამოწვევების გადალახვას და იმ ძალების დამარცხებას, რომელთაც საქართველოს სრული დამორჩილება სურთ.

„საქართველო მიყვება მსოფლიო პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევებს და იყენებს იმ შესაძლებლობებს, რაც ახალმა რეალობამ მოიტანა. დღევანდელი პროცესების გამოყენება მავანთ საქართველოს სრული დამორჩილებისთვის სურდათ. მოხდა პირიქით – ქვეყნის ხელისუფლებამ გონივრულად გამოიყენა მსოფლიოში შექმნილი ვითარება და საქართველოს ახალი ფანჯარა გაუხსნა სრული სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის.

ახალ რეალობაში ტრანსფორმირდება ევროპული პოლიტიკა, ჩვენ კი, ოპოზიცია და მათი ლობისტები წარსულში ჩარჩენას გვთავაზობენ. გარდა ამისა, გლობალურ პოლიტიკაში შემოვიდნენ ახალი მსხვილი მოთამაშეები და საქართველო პროგრესისთვის ამას ითვალისწინებს. ძველ სტრატეგიულ პარტნიორებს ეს არ სურთ და მაქსიმალურად ცდილობენ არ დაკარგონ საქართველოს მართვის სადავეები, მაგრამ ქართველი ხალხი სხვა არჩევანს აკეთებს.

დღეს საქართველოს ისტორიაში ახალი ეპოქა იწყება – ეროვნული გამბედაობით, რწმენის, ფასეულობების და სუვერენიტეტის შენარჩუნებით, ახალ გეოპოლიტიკაში ღირსეული ადგილის დამკვიდრება. ეს არის გარდამტეხი პერიოდი, რომელსაც უნდა გავუძლოთ, რათა საქართველო გავიყვანოთ იმ გზაზე, სადაც გარანტირებული იქნება ქვეყნის ერთიანობა, სუვერენიტეტი და ეკონომიკური სიძლიერე. ჩვენ ამას შევძლებთ! ქართველი ხალხი, როგორც ყოველთვის, ერთიანია დედა ეკლესიასთან ერთად და შეუძლებელია ამ ძალას წინ ვინმე დაუდგეს. საქართველოს აღმავლობის ეპოქა იწყება და ეს გარდაუვალია!” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Continue Reading

Previous: „არასოდეს ყოფილა ბიზნესგარემო ისეთი თავისუფალი და გამჭვირვალე, როგორიც ახლაა“ – მინდია საბანაძე
Next: კიევის მერმა ვერ მოახერხა პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა – კლიჩკომ აღნიშნა, რომ უკრაინის წამყვან პოლიტიკოსებს შორის არ არსებობს არც ერთობა და არც ერთსულოვნება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025