Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

მარშალ პრესი 28/04/2024
shss

რესპუბლიკის მოედანზე გამართული აქციის მონაწილეები დაიძრნენ პარლამენტის მიმდებარედ, სადაც 29 აპრილს, მმართველი პარტიის დაგეგმილ შეკრებასთან დაკავშირებით გამზადებულია სცენა და ინვენტარი.

აქციის ორგანიზატორებმა კი პროვოკაციულად გადაწყვიტეს, რომ სცენაზე ავიდნენ და იქიდან გააკეთონ განცხადებები. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებულნი არიან და იცავენ მოქალაქეების უსაფრთხოებას.
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.

ასევე, მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს არ დააზიანონ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოს წინ მოწყობილი სცენის ინვენტარი და
ტექნიკა. კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.”– აცხადებენ შსს-ში.

Post navigation

Previous: საპროტესტო აქციაზე ისტერიკული ბღავილი გაისმა (ვიდეო)
Next: ნაძირალა პოლიტიკოსები დაიმალნენ, ტელევიზორთან მოკალათდნენ და ეს გზააბნეული აქტივი მიუშვეს ნებაზე, იციან ხვალინდელი დღის ეფექტი, მათი გარდაუვალი მარცხი და ყველაფერს კადრულობენ, რომ მსხვერპლის როლი მოირგონ!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.