IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ „ტვიტერის“ გვერდზე საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას გამოეხმაურა.

„მისასალმებელი ამბები საქართველოდან – 2020 წლის არჩევნები იქნება ნაბიჯი წინ პროპორციული სისტემისკენ. საქართველოს პარლამენტმა ახლახანს დაუჭირა მხარი საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს“, – წერს ესტონელი დიპლომატი.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

კომენტარის დატოვება
IMG.GE