Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც ხელისუფლებისა და სუვერენიტეტის ასი ათასობით და მილიონობით მხარდამჭერს რუსებს და მოღალატეებს უწოდებენ, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების რიცხვი შემცირდება

მარშალ პრესი 28/04/2024
guram macharashvili

„29 აპრილს არის საერთო-სახალხო შეკრება, იმათი, ვისაც საქართველოს სუვერენიტეტზე გული შესტკივა. სამწუხაროდ, უცხოეთის ზოგიერთი ძალებიდან პირდაპირი მოთხოვნაა, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დათმოს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 29 აპრილს საზოგადოების ყველა ფენა შეიკრიბება და ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იქ იქნება.

„აქ გამჭვირვალობის კანონზე აღარ არის მხოლოდ საუბარი, საუბარია სუვერენიტეტის შეზღუდვაზე. ამიტომ, 29 აპრილს საზოგადოების ყველა ფენა იქნება წარმოდგენილი და ვნახავთ, რომ ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა იქ შეიკრიბება.

რაც შეეხება საჯარო მოხელეებსა თუ არა საჯაროებს, ხელოვანებს თუ არახელოვანებს, რადიკალური ოპოზიციისგან განსხვავებით ჩვენ ამ სეგრეგაციას არ მივმართავთ. რადიკალებისთვის საჯარო მოხელე თუ რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერია, მაშინ გმირია, ხოლო თუ ხელისუფლების მხარდამჭერია, რუსია. ასეთი წარმოდგენა რომ აქვთ, ამიტომ აქვთ, ზოგადად, პრობლემა. როდესაც ხელისუფლებისა და სუვერენიტეტის ასი ათასობით და მილიონობით მხარდამჭერს რუსებს და მოღალატეებს უწოდებენ, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების რიცხვი შემცირდება. პარალელურად კი გაიზრდება საქართველოს დამოუკიდებლობის მომთხოვნელთა რიცხვი.“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: თუ ვეთანხმებით ამერიკულ მედია ვერსიებს, რომ „ანტი ისრაელის” კამპანიას აფინანსებს სოროსი და მისი სტრუქტურები, გამოდის რომ ლიბერალების ეს „იმპერატორი” ღია ზიანს აყენებს ბაიდენსა და დემოკრატებს ამ წინასაარჩევნო პერიოდში
Next: ეს ევროპა კი არ არის, ეს დაცილებულია ევროპულ ქრისტიანულ ღირებულებებს – მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.