IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი ​საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას ეხმაურება.

„ვულოცავ საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებს! ეს განამტკიცებს დემოკრატიას და ამზადებს თავისუფალ, სამართლიან, მშვიდობიან არჩევნებს. კარგი კომპრომისი საქართველოს მთავრობასა და გაერთიანებულ ოპოზიციას შორის ევროკავშირისა და აშშ-ის მხარდაჭერით“, – წერს კურტ ვოლკერი „ტვიტერში“.

117 ხმით საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა. წინააღმდეგ ხმა მისცა სამმა დეპუტატმა – ბიძინა გეგიძემ, კახა ოქრიაშვილმა და ალექსანდრე ერქვანიამ.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

კომენტარის დატოვება
IMG.GE