Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს პროპაგანდა ეწინააღმდეგება ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებსა და ღირებულებებს – დავით კაჭარავა

მარშალ პრესი 27/04/2024
david kacharava

„პირველ ეტაპზე, ჩვენ უსამართლოდ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი – იმ ორ ქვეყანასთან შედარებით, ჩვენ წინ ვიყავით და ეს უსამართლო გადაწყვეტილება იმ პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილების შედეგი იყო, რასაც დღეს ვხედავთ“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ მედიასთან საუბარში განაცხადა.

კაჭარავამ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ ინიცირებული კანონპროექტის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ ის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობას არ აფერხებს.

„ახალგაზრდები გვეუბნებიან, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ ინიცირებული კანონი უკან უნდა გავიწვიოთ და რომ ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი ევროკავშირთან დაახლოების ან დაშორების. ამის პასუხად ვიტყვი, რომ არსებობს კრიტერიუმები, რომლებიც ევროკომისიას აქვს და რომლითაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. მაშინ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით, დამატებით ერთ-ერთი კრიტერიუმი შეიქმნას და ითქვას, რომ თუ საქართველო აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმს, მეტად ახლოს ვიქნებით ევროკავშირთან. დაამატონ კრიტერიუმი სანქციებთან დაკავშირებითაც, ვგულისხმობ რუსეთთან მიმართებაში. თუმცა ჩვენთვის დაწესებულ დათქმებში ამ კრიტერიუმებს ვერ ვხედავთ. შესაბამისად, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილებები.

პირველ ეტაპზე, ჩვენ უსამართლოდ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. შემდეგ გამოქვეყნდა კრიტერიუმები და გაირკვა, რომ იმ ორ ქვეყანასთან შედარებით, ჩვენ წინ ვიყავით და ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილების შედეგი, რასაც დღევანდელი გადასახედიდან უკვე კარგად ვხედავთ.

მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ევროკავშირისკენ სვლას კონკრეტული კრიტერიუმები აქვს, რასაც ჩვენ ვასრულებთ. ის ფაქტი, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით კანონს მივიღებთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის უმრავლესობის ინტერესი და არანაირად არ აფერხებს ევროკავშირში ინტეგრაციას. ეს პროპაგანდა ეწინააღმდეგება ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებსა და ღირებულებებს. თუ ეს იქნებოდა შემაფერხებელი ფაქტორი, მაშინ ამ კრიტერიუმს დაამატებდნენ იმ სიას, რომელიც შესვლის უფლებას ან გაძლევს ან არ გაძლევს იყო ევროკავშირის წევრი. ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი კანონის მიღება ევროკავშირისკენ სვლას არანაირად არ აფერხებს და ეწინააღმდეგება ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებსა და ღირებულებებს. სხვა დანარჩენი არის უბრალოდ პოლიტიკური ზეწოლა“, – განაცხადა დავით კაჭარავამ.

Continue Reading

Previous: თუ „გამჭვირვალობის კანონი“ პოლიტიკურ ურთიერთობაში არამართლზომიერი ჩარევის და დაჩრდილული ველების ადგილს არ დატოვებს, ეს კიდევ უფრო გაზრდის პარტნიორობის, ნდობის და თანამშრომლობის ხარისხს საქართველოსა და აშშ-ს შორის
Next: ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და პარტიულ აქტივს შეხვდნენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025