Skip to content
09/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნანა მალაშხია, „ქალი ევროკავშირის დროშით” ბევრს გვახსოვს აქციებიდან. იცით თუ არა, რომ ის თბილისის მერიაში მუშაობს? არც 2023 წლის, არც მიმდინარე აქციებში მონაწილეობისთვის მისთვის სიტყვა არავის უთქვამს

მარშალ პრესი 27/04/2024
lasha gegechkori

ნანა მალაშხია-“ქალი ევროკავშირის დროშით” ბევრს გვახსოვს 2023 წლის მარტის აქციებიდან. იცით თუ არა, რომ ის თბილისის მერიაში მუშაობს? არც 2023 წლის, არც მიმდინარე აქციებში მონაწილეობისთვის მისთვის სიტყვა არავის უთქვამს, არ დაუშლიათ აქციებზე გამოსვლა და ა.შ. ეს მისი უფლებაა-ღიად გამოხატოს თავისი მოსაზრება,რომელსაც ამ შემთხვევაში, როგორც მისი თანამშრომლის, იცავს თბილისის მერი კახი კალაძე, – ამის შესახებ Facebook-ზე თბილისის მერიის თანამშრომელი ლაშა გეგეჭკორი წერს.

„ნანა მალაშხია-“ქალი ევროკავშირის დროშით” ბევრს გვახსოვს 2023 წლის მარტის აქციებიდან. ის პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა. ბოლო პერიოდშიც ხშირად ჩნდება აქციებზე, უფრო მეტიც-მან საჯარო მოხელეებს მოუწოდა “არ მიიღონ მონაწილეობა 29 აპრილის შეკრებაში და დადგნენ სწორ მხარეს.”

იცით თუ არა, რომ ის თვითონ გახლავთ საჯარო მოხელე და თბილისის მერიაში მუშაობს? არც 2023 წლის, არც მიმდინარე აქციებში მონაწილეობისთვის და არც ამ მოწოდებისთვის მისთვის სიტყვა არავის უთქვამს, არ დაუშლიათ აქციებზე გამოსვლა და ა.შ. ეს მისი უფლებაა-ღიად გამოხატოს თავისი მოსაზრება,რომელსაც ამ შემთხვევაში, როგორც მისი თანამშრომლის, იცავს თბილისის მერი კახი კალაძე.

თბილისის მერიაში არავის ყოფენ პოლიტიკური ნიშნით და ეს მაგალითი ერთ-ერთია. ჩვენთან თანამშრომელი მოვალეობის შესრულების ხარისხით ფასდება. მეც საჯარო მოხელე ვარ,თბილისის მერიაში ვმუშაობ და როგორც ის მხარე წერს,არავინ მაძალებს 29 აპრილს შეკრებაზე წასვლას. მივდივარ ჩემი აზრის დასაფიქსირებლად, რომ საქართველო ირჩევს მეგობრებს და არა-ბატონებს! მივდივარ იმიტომ, რომ მინდა საქართველოს მომავალი ბედი საქართველოში გადაწყდეს! თქვენ კი ამისთვის მოსყიდულს მეძახით. შეურაცხყოფას მაყენებთ, ძალით მიგათრევენო.

ცოტა “სტავკა” აგეწიათ, რით ვერ გამოხვედით ხახვი/კარტოფილის ნაციონალური ბადურიდან. არავინ დაგვაჯილდოებს ღირსების მედლით მე და ჩემნაირ ასიათასობით ადამიანს 29 აპრილის შეკრებაზე მისვლისთვის. არც გვინდა, ჩვენი სინდის-ნამუსი გვკარნახობს სად,როდის და რატომ მივიდეთ.

ბოლოს კი,როგორც €პარლამენტარი კუბილიუსი იტყოდა, “how are you my friends – როგორ ხართ ჩემო მეგობრებო?”, – წერს ლაშა გეგეჭკორი.

Post navigation

Previous: რას გვეუბნება 500 ევროპარლამენტარი? რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ქვეყანა გადაგვირჩინა უნდა დასანქცირდეს და სააკაშვილი უნდა გამოვუშვათ და დავაბრუნოთ ხელისუფლებაში?
Next: საქართველოს საპატრიარქოს გუშინდელი განცხადება წარმოადგენს ხელისუფლების ყველაზე უპირობო მხარდაჭერის მაგალითს – ეს იყო ამ ბრძოლისა და ომის ღიად აღიარება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.