Skip to content
28/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დღევანდელი ევროკავშირი ამერიკის ხელში არის ბუფერული ზონა რუსეთსა და ჩინეთს შორის

მარშალ პრესი 27/04/2024
zurab kadagidze

„დღევანდელი ევროკავშირი ამერიკის ხელში არის ჩვეულებრივი ბუფერული ზონა რუსეთსა და ჩინეთს შორის. ამის დადასტურებაა მათი შიდა თუ საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკის მაჩვენებელი.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ბრძოლა მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთი ევროპულ ბაზარზე და კავკასიაში არ შევიდეს და ევროპაში მესამე, დიდი აქტორის როლი არ შეასრულოს. ამ გეოპოლიტიკურ ჯახში კი, ხელისუფლების ძალიან სწორი და პრაგმატული პოლიტიკის დამსახურებით, საქართველო ყველაზე მშვიდობიანი დერეფანი აღმოჩნდა.

„ევროკავშირმა უნდა შეასრულოს ამერიკის უსაფრთხოებისთვის გარკვეული როლი. ამის ერთ-ერთი მაგალითია უკრაინაში ომის აფეთქება, რამაც შედარებით გაანეიტრალა აგრესორი რუსეთი, ახლა კი ბრძოლა მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთი ევროპულ ბაზარზე და კავკასიაში არ შევიდეს და ევროპაში მესამე, დიდი აქტორის როლი არ შეასრულოს. ამ გეოპოლიტიკურ ჯახში, ჩვენი ხელისუფლების ძალიან სწორი და პრაგმატული პოლიტიკის დამსახურებით, აღმოვჩნდით ყველაზე მშვიდობიანი დერეფანი. აფეთქდა ციმბირული მაგისტრალები, აფეთქდა ის სამხედრო მაგისტრალები, რაც ირანზე გადის და ხვალ რა იქნება, არავინ იცის; აფეთქებულია საზღვაო არხები და რჩება აზია-ევროპის დამაკავშირებელი ერთადერთი მწვანე გზა, რომელიც საქართველოზე გადის. ჩავთვალოთ, რომ ეს გზაც თუ „აფეთქდა“, ევროკავშირი ამერიკის ამარა დარჩება. ამისთვის მიდის ბრძოლა. კუბილიუსიც და ფოტიგაც ამ პროცესებში უბრალოდ შემსრულებლები არიან“, – განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

Continue Reading

Previous: საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
Next: ეს იქნება ეროვნული ღირსების საჩვენებელი სვლა, სადაც ქუდზე კაცი გამოვა იმისთვის, რომ ევროპამ დაინახოს – ვინ ვართ ჩვენ და ვის ელაპარაკებიან ისინი დღეს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025