Skip to content
29/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ის თავის თავს უკვე აღარ ეკუთვნის

მარშალ პრესი 26/04/2024
MIKHEIL KAVELASHVILI

„ფსევდოლიბერალურ საზოგადოებაში თუ ვინმე მათ აზრს არ ეთანხმება და მათ ე.წ. ბაბლს არ მიეკუთვნება, ადამიანადაც არ მიიჩნევენ. ბოლშევიკების დროსაც ასე იყო – მათი იდეოლოგიის პროპაგანდა მიმდინარეობდა და ის ყველას უნდა გაეზიარებინა.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის ერთ-ერთი მსხვერპლი ლაზარე გრიგორიადისია, რომელიც საკუთარ თავს უკვე აღარ ეკუთვნის.

„რა განსხვავებაა დღეს, როცა პედაგოგები გამოდიან და 12-13 წლის ბავშვებს მოუწოდებენ, აქციებზე იარონ და პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ; როცა ეს იდეოლოგია მოუწოდებს ადამიანებს, რომ ამხილონ საკუთარი მშობლები, თუ ფსევდოლიბერალურ ნარატივს არ ეთანხმება და ა.შ.? არაფერი, უბრალოდ, სახელებია შეცვლილი. ეს ყველაფერი ხელოვნურად შექმნილია. რა განსხვავებაა პავლიკ მოროზოვსა და ლაზარე გრიგორიადისს შორის? ადამიანი, რომელმაც პოლიციელის დაწვა სცადა, გააფეტიშეს. ის თავის თავს აღარ ეკუთვნის, მისგან გმირი შექმნეს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Continue Reading

Previous: ჩვენს წინაპრებს ქვეყნის თავისუფლებისთვის და სიმართლისთვის თავი აქვს გაწირული და ჩვენ, მათ შთამომავლებს ვერ შეგვაშინებენ
Next: როდესაც შენ ევროკავშირს უყურებ ისე, თითქოს მას შეუძლია რაღაც ინსტრუმენტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება როგორც ამას რუსეთი აკეთებს, ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025