Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპარლამენტის გუშინდელი რეზოლუცია იყო კიდევ ერთი პროვოკაცია ქართველი ხალხისთვის, როგორმე ქუჩაში გამოეყვანათ ოპოზიციის მხარდამჭერები გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ

მარშალ პრესი 26/04/2024
dimitri khundadze

„ოპოზიციის მცდელობა, უცხოურ ლობიზმში დახარჯული თანხის საშუალებით მოახდინონ რევოლუცია ქვეყანაში, ფუჭია,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე. მისივე თქმით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას რეკომენდაციის სახე აქვს, რომელიც ან იქნება გათვალისწინებული, ან არა. რაც შეეხება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას, ხუნდაძე განმარტავს, რომ პროცედურულადაც ეს შეუძლებელია.

„ევროპარლამენტის გუშინდელი რეზოლუცია იყო კიდევ ერთი პროვოკაცია ქართველი ხალხისთვის, როგორმე ქუჩაში გამოეყვანათ ოპოზიციის მხარდამჭერები გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ. საზოგადოებისთვის განვმარტავ, რომ რეზოლუციას აქვს რეკომენდაციის სახე, რომელსაც ან გაითვალისწინებ, ან არა. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას, ამ მიზეზით და პროცედურულადაც ეს შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, თუ რისი მიღწევა სურდათ ამ დეზინფორმაციის საშუალებით. ოპოზიციის მცდელობა, უცხოურ ლობიზმში დახარჯული თანხის საშუალებით მოახდინონ რევოლუცია ქვეყანაში, ფუჭია.

ქართული საზოგადოება გონიერია და ასეთ მარტივ მახეზე არ წამოეგება. გუშინდელმა დღემაც აჩვენა, რომ სააკაშვილის ლობისტების კიდევ ერთ დიდ პროვოკაციაზე ქართველი ხალხის რეაქცია იყო ღიმილის მომგვრელი. დაშინება – შეშინების დოკუმენტებს მიჩვეული ვართ და ეს ჩვენთვის უცხო არ არის. მაგრამ, აქ მთავარი ხელისუფლების ქმედებაა საზოგადოებასთან ერთად – საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და ერთი მხარის პოლიტიკური ლობისტების სუბიექტურ დირექტივებს ქვეყანა არ შეასრულებს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, კარგია, რომ ბოლოსდაბოლოს ამ აქციებს ფარდა აეხადა და დღის წესრიგში დადგა ის საკითხი, რაც ოპოზიციას ყველაზე მეტად აღელვებს – დამნაშავე სააკაშვილის გათავისუფლება. აქაც სახელმწიფო იმოქმედებს კანონის სრული დაცვით და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო და ვერავინ გვიბრძანებს, თუ რა უნდა გავაკეთოთ ქვეყნის შიგნით. პარტნიორობა სხვა რამეა და გუშინდელი ევროპარლამენტარების ნაწილის სამარცხვინო რეზოლუცია, სხვა რამ. ჩვენ მზად ვართ თანასწორუფლებიანი თანამშრომლობისთვის და გვჯერა, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ღირსეული ევროპის ღირსეული წევრი,“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Post navigation

Previous: კარგი, რაც უკავშირდება ამ აქციებს, არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა ის სუბიექტი, რომელიც სინამდვილეში, ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული
Next: ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხდება უნგრეთი, როგორ გგონიათ, ქვეყანა რომელიც მთავარ პარტნიორად კავკასიაში განიხილავს საქართველოს და ორბანი, რომელიც კობახიძეს გროსმაისტერად მოიხსენიებს, ვიზალიბერალიზაციას შეგვიჩერებს?!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.