Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ოზურგეთში, იაკობ შემოქმედელის ქუჩიდან – სოფელ მელექედურის ცენტრამდე დამაკავშირებელ გზას სრული რეაბილიტაცია უტარდება

მარშალ პრესი 26/04/2024
b00cb9c5-7873-411d-a8bd-13a8f17d5dc5

ოზურგეთში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით, იაკობ შემოქმედელის ქუჩიდან – სოფელ მელექედურის ცენტრამდე დამაკავშირებელ გზას სრული რეაბილიტაცია უტარდება.

მიმდინარე სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან, ნიკა ბოლქვაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.

„ ვასრულებთ კიდევ ერთ პირობას, რომელიც საზოგადოებას მივეცით – ვაკეთებთ ი. შემოქმედელის ქუჩიდან – სოფ. მელექედურის ცენტრამდე დამაკავშირებელ გზის სრულ რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში მოეწყობა 1 500 მეტრი სიგრძის გზა, ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები. სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 853 534 ლარს შეადგენს, მიმდინარე წლის ივნისის თვეში დასრულდება. მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა მერმა.

Post navigation

Previous: ზესტაფონის შემოვლითი მაგისტრალური გზა გაიხსნა
Next: მინდა მოგილოცოთ ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იმ დიდი პროექტის, რასაც ჰქვია – საუკუნის პროექტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.