Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როდესაც ევროპაში ასეთი დიდი ქვეყანა, საფრანგეთი ზრუნავს თავის სუვერენიტეტზე, ეს სუვერენიტეტი ჩვენ, საქართველოს ყელზე დაგვადგება?!

მარშალ პრესი 26/04/2024
guram macharashvili

„ჩვენი პარტნიორები კითხვაზე, დაიცავენ თუ არა ისინი საქართველოს, გვპასუხობენ, რომ „რუსეთის ოკუპაციისგან ვერ დაიცავენ“ – ევროპარლამენტის რეზოლუციები და ცალკეული ევროპარლამენტარების განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ, ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს საქართველოში“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა.

მაჭარაშვილის შეფასებით, საფრანგეთს იცავს როგორც ევროკავშირი, ასევე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ალიანსი (NATO), ხოლო, აღნიშნული გაერთიანებები საქართველოს რუსეთის ოკუპაციისგან ვერ დაიცავს.

„ხალხის ძალის წერილზე ყველაზე კარგი გამოხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ჰქონდა, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ევროპამ უნდა აჩვენოს ამერიკას, რომ ის არ არის მისი ვასალი. ასევე, ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ „დღეს ჩვენი ევროპა მოკვდავია, შეიძლება ის მოკვდეს, ამიტომ უნდა მივიღოთ სარწმუნო, თავდაცვითი სტრატეგია, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული ამერიკაზე.“ შესაბამისად, როდესაც ევროპაში ასეთი დიდი ქვეყანა, საფრანგეთი ზრუნავს თავის სუვერენიტეტზე, ეს სუვერენიტეტი ჩვენ, საქართველოს ყელზე დაგვადგება?! – საფრანგეთს იცავს ნატო და ევროკავშირის ქოლგა, საქართველოს ეს ყველაფერი არ იცავს. ჩვენი პარტნიორები კითხვაზე, დაიცავენ თუ არა ისინი საქართველოს, გვპასუხობენ, რომ „რუსეთის ოკუპაციისგან ვერ დაიცავენ.“ ამიტომ, ჩვენთვის მთავარია სტრატეგია, რომ იყოს სუვერენიტეტი, ხოლო ევროპარლამენტის რეზოლუციები და ცალკეული ევროპარლამენტარების განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ ანტიევროპულ განწყობებს აღვივებს საქართველოში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: თუკი ევროპამ ომსა და მშვიდობას შორის არჩევანი მშვიდობის სასარგებლოდ არ გააკეთა, ევროკავშირი დაიშლება, იგი შეეწირება დიდი სახელმწიფოების პოლიტიკურ თამაშებს
Next: რამდენიმე კვირა დარჩათ და ეს არის ბოლო გაბრძოლება – შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.