Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იმისთვის ვიბრძვით, რომ ევროპაში შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით – არა რაღაც უფორმო მასაში, არამედ ევროპაში, სადაც საქართველოს ექნება თავისი განსხვავებული, ძალიან მნიშვნელოვანი ხმა

მარშალ პრესი 25/04/2024
sozar subari

“ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი,” – ასე გამოეხმაურა “ხალხის ძალის” მიერ გავრცელებულ განცხადებას პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარი.

მისი თქმით, საქართველოს მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ საკუთარი ტრადიციული ღირებულებების დაცვით.

„ჩვენი მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება, ოღონდ, ისიც უნდა გვესმოდეს,ს რომ ევროკავშირი არ არის ერთიანი. იქ არიან ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად არ ითვალისწინებენ ევროპულ ღირებულებებს და ადამიანები, რომლებსაც სურთ მართლაც ძლიერი ევროპა. ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც არის ქრისტიანული და რომლის წევრადაც მიგვაჩნია თავი.

იმისთვის ვიბრძვით, რომ ევროპაში შევიდეთ ჩვენი ღირებულებებით, არა რაღაც უფორმო მასაში, არამედ ევროპაში, სადაც საქართველოს ექნება თავისი განსხვავებული, ძალიან მნიშვნელოვანი ხმა. ისევე, როგორც განსხვავებულია ესპანეთის, იტალიის, გერმანიის, შვედეთის ხმა, ასეთი უნდა იყოს საქართველოს ხმაც და ასეთ ევროპაში გვინდა.

ევროპაში არიან ძალები, რომლებიც ამ ღირებულებებისთვის იბრძვიან და რომლებიც ცდილობენ ტრადიციული ევროპის გადარჩენას, განსხვავებით ზოგიერთი იმ ევრობიუროკრატისგან, რომლებიც ცდილობენ მთლიანად ევროპა დაუქვემდებარონ უცხო გავლენას და აქციონ იმ უფორმო მასად, სადაც არ იქნება მრავალფეროვნება,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Post navigation

Previous: საზოგადოებას მინდა მივმართო, ვიზალიბერალიზმის გაუქმების მექანიზმი არ არსებობს, არათუ გაუქმებას, ამ პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება
Next: არ მინდოდა მენახა დამონებული ევროპა, ამისთვის არ გვიბრძოლია. თურმე ეს ყველაფერი სიყალბე ყოფილა. ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხეს, პასუხიც იქნება!

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.