Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ინფრასტრუქტურა

დიდუბის რაიონის გამგეობა სოხუმის ქუჩის N7-ში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას უახლოეს დღეებში დაიწყებს

მარშალ პრესი 21/03/2024
417552846_816158203886974_1067568039172875487_n

დიდუბის რაიონის გამგეობა სოხუმის ქუჩის N7-ში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას უახლოეს დღეებში დაიწყებს. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ეზოში მოწესრიგდება წყლისა და წყალარინების ქსელი, ასევე, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, რომლის არარსებობა უხვი ნალექის დროს მოსახლეობას დისკომფორტს უქმნიდა. მიწისქვეშა სამუშაოების დასრულების შემდგომ, გამგეობა აღნიშნულ მისამართზე ასფალტის საფარს მოაწესრიგებს. სოხუმის ქუჩის N7-ში მცხოვრებ მოსახლეობას დღეს დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე, გამგეობის თანამშრომლებთან და თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად შეხვდა და აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

Post navigation

Previous: როგორც გიორგი ვაშაძე ვერ გახდა და ვერც ვერასდროს იქნება პრემიერ-მინისტრი, ისევეა ნიკა გვარამიას საქმეც
Next: თუ რაიმე არის საქართველოში გაუმჭვირვალე, ეს არის NGO-ების დაფინანსება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.