Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

29 აპრილის აქცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს, თუ სად დგას ქართული საზოგადოება, არის თუ არა ქვეყნის სუვერენიტეტი მისთვის მნიშვნელოვანი

მარშალ პრესი 25/04/2024
shalva papuashvili

29 აპრილის აქცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ქართულმა საზოგადოებამ საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს ყველასთვის – შიგნითაც და გარეთაც, დააფიქსიროს, სად დგას ქართული საზოგადოება, არის თუ არა ქვეყნის სუვერენიტეტი მისთვის მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დასავლეთში მოქმედ რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, როცა უნდა ითქვას გადამწყვეტი სიტყვა საქართველოსთან დაკავშირებით.

„აქ მოწვეულია ყველა – დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც და ბიზნესმენიც. ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, როცა უნდა ითქვას გადამწყვეტი სიტყვა საქართველოსთან დაკავშირებით. გამჭვირვალობის კანონიც არის ერთგვარი რუბიკონი, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ კიდევ ერთხელ სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის გადალახოს და თქვას, რომ მისთვის განმსაზღვრელი არის ქვეყნის ინტერესები და არა ის, რასაც მას კარნახობენ, თანაც არგუმენტების გარეშე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Continue Reading

Previous: იმ ბავშვებს, აქციაზე რომ დგანან, მინდა ვკითხო: იციან გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილის შესახებ?
Next: როგორც კი გამოაშკარავდა, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ანიჭებდა უპირატესობას, დასავლეთმა გაააქტიურა სააკაშვილის პოლიტიკური ძალის მხარდაჭერა და უკვე ღიად იბრძვის ხალხის მხარდაჭერილი ოცნების ხელისუფლების დასამარცხებლად

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025