ლაშა ხუციშვილი – ვაქცინების შესაძენად მობილიზებული გვაქვს იმდენი თანხა, რამდენიც დასჭირდება

212
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

ვაქცინისთვის მობილიზებული გვაქვს იმდენი თანხა, რამდენიც ვაქცინების შეძენას დასჭირდება, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

როგორც მან აღნიშნა, თანხების მობილიზების კუთხით არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.

„ვაქცინა და ვაქცინაცია ეკონომიკისთვისაც არის უპირველესი ამოცანა. ვაქცინაციის პროცესი ბოლო პერიოდში არის საკმაოდ დაჩქარებული, დაახლოებით, 6 000 დღიურ აცრაზე ვართ ასული. იმედი გვაქვს, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება და ზაფხულის პერიოდი სწორად ამისთვის იქნება გამოყენებული.

როგორც აღვნიშნე, თანხები მობილიზებული გვაქვს, მათ შორის, დონორი ორგანიზაციებიდან იმ ოდენობის, რა რაოდენობის ვაქცინასაც ფიზიკურად შევძლებთ, რომ შევიძინოთ. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ვაქცინაციის არც ერთ ეტაპზე ფინანსური რესურსი არ ყოფილა პრობლემატური. ნებისმიერ ეტაპზე, ჩვენ ეს თანხა მობილიზებული გვქონდა და დღესაც მობილიზებული გვაქვს იმისთვის, რომ ქვეყანამ ნებისმიერი რაოდენობის ვაქცინა შეიძინოს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება