Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

პრეზიდენტმა ფაქტობრივად მწვანე შუქი მისცა ადამიანების მწამებლებს, მკვლელებს, დამნაშავეებს – ედიშერ გვენეტაძე

მარშალ პრესი 24/04/2024
edisher gvenetadze

აი ეს პოლიციელების ცოცხლად დამწველი გრიგორიადისი შეიწყალა აწ უკვე გრიგორიადისზე მეტმა კრიმინალმა, ამ უსამშობლო ქალმა, რომელიც საუბედუროდ დღესაც პრეზიდენტად იწოდება! – წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ამ ქმედებით ფაქტობრივად მწვანე შუქი მისცა ადამიანების მწამებლებს, მკვლელებს, დამნაშავეებს, სახელმწიფო გადატრიალების მოსურნეებს და საერთოდ ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებს.

„აი ეს პოლიციელების ცოცხლად დამწველი გრიგორიადისი შეიწყალა აწ უკვე გრიგორიადისზე მეტმა კრიმინალმა, ამ უსამშობლო ქალმა, რომელიც საუბედუროდ დღესაც პრეზიდენტად იწოდება, რომელიც სამწუხაროდ, კიდევ რამდენიმე თვე უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტის სავარძელში!

აი ეს სამარცხვინო ქმედება ჩაიდინა იმ სუბიექტმა, რომელმაც ასეთივე დიდი ეჭვია შეწყალების ანგარებითი აქტით სასიკვდილოდ გაწირა და ამოწყვიტა ცნობილი სწავლული საზოგადო მოღვაწის გიორგი ოთხმეზურის ოჯახი!

საქართველოს სახელმწიფოს უმაღლესმა თანამდებობის პირმა, უმაღლეს მთავარსარდლად წოდებულმა პოლიტიკურმა გვამმა ამ სინდის-ნამუსისაგან დაცლილი ქმედებით ფაქტობრივად მწვანე შუქი მისცა ადამიანების მწამებლებს, მკვლელებს, დამნაშავეებს, სახელმწიფო გადატრიალების მოსურნეებს და საერთოდ ანტისახელმწიფოებრივ ელემენტებს!
ამ ქალის ფეხქვეშ ქართული მიწა და სამართალი იწვის!“ – წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობა
Next: ფოტიგას და კუბილიუსის სანქციები ვერ შემაშინებს, რომ საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის შეზღუდვას დავთანხმდე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025