Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

მარშალ პრესი 24/04/2024
98

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ედიტე მედნეს შეხვდა. გაცნობით შეხვედრაზე ლატვიისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ირაკლი ჩიქოვანმა ლატვიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში კონტრიბუციისა და ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში გაწეული ფინანსური მხარდაჭერისთვის. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების განხორციელებაში ლატვიის მიერ შეტანილ წვლილზე. საუბარი შეეხო საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო სწავლებებში ლატვიელი სამხედროების აქტიური მონაწილეობისა და სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხებსაც.

Continue Reading

Previous: თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
Next: ლაზარე გრიგორიადისმა ციხე დატოვა, მისი თქმით, ციხეში, ყველაზე მეტად მუსიკის გარეშე ყოფნა უჭირდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025