Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს ვუწვდით მეგობრობის ხელს, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, უფროსი დაინიშნონ და ჩვენ უფროსებს არ დავინიშნავთ

მარშალ პრესი 24/04/2024
mamuka mdinaradze

საქართველო ყოველთვის მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და თუკი ვინმე მოინდომებს, რომ იყოს უფროსი, ეს ასე არ მოხდება. ჩვენ, ჩვენს ევროპელ მეგობრებს და პარტნიორებს ვუწვდით მეგობრობის ხელს და ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, უფროსი დაინიშნონ და ჩვენ უფროსებს არ დავინიშნავთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სურს, ევროპელ პარტნიორებთან ღირსეული მეგობრობა. შესაბამისად, მდინარაძის თქმით, ქვეყანა პარტნიორებს ყველა სხვა საქმეში მხარს დაუჭერს, თუმცა ფიზიკური და სულიერი განადგურების საფრთხეს დღის წესრიგად არ მიიღებს.

“ჩვენ ვიქნებით მეგობრები, ღირსეული მეგობრები, წავყვებით ყველა იმ საქმეში, რაც საქართველოს ფიზიკურად არ გაანადგურებს და ქართულ იდენტობას არ გაანადგურებს. ფიზიკური და სულიერი განადგურების საფრთხეს ნურავინ დაგვიდებს დღის წესრიგად და ნუ ამოგვიღებს მაგალითად იმ ტრიადიდან, რომელიც დიდმა ილიამ თქვა, სარწმუნოებას და ნუ ჩაგვინაცვლებს ნურავის ხელით – დანარჩენზე ყველაფერზე მივყვებით. მოკლედ, ომს ნუ მოგვიწოდებენ, როგორც ეს ხდებოდა ორი-სამი წლის წინ და სარწმუნოებას ილიას ტრიადიდან ნუ ამოგვიღებს, დანარჩენზე ყველაფერზე მივყვებით, ვითვალისწინებთ მაგ პათოსს და გვინდა მეგობრობა და ვიღაცებს ამ ქვეყანაში, როგორც ჩანს, უნდათ, რომ უფროსი დაინიშნოს და არ არის ასე.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: მამუკა მდინარაძე ნაირა გელაშვილს პასუხობს
Next: ლატვიის ოფიციალურმა სტრუქტურამ მოახდინა პრევენციული ეფექტის ზეწოლა ქართველ დეპუტატზე, განსაზღვროს ბექა ოდიშარიას თუ სხვა დეპუტატების მოქმედება, რომ მათ ვერ მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025