Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თავადაც რომ იღებენ მსგავს კანონებს და ამ ფონზე მოიცალეს საქართველოს გამჭვირვალობის კანონზე სამსჯელოდ, გასაგებია, რომ ისინი ასრულებენ გარე აქტორების დაკვეთას

მარშალ პრესი 24/04/2024
eka sepashvili

„ეს არის ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ევროდირექტივა და ამ პირობებში, როდესაც მოიცალეს საქართველოს გამჭვირვალობის კანონზე სამსჯელოდ, ეს ცოტა არ იყოს, არაბუნებრივად ჩანს,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.
დეპუტატის თქმით, განხილვების გამართვა ამ საკითხზე, როცა ევროპულ ქვეყნებში განიხილავენ ანალოგიურ კანონპროექტებს, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი ასრულებენ გარე ძალების მითითებებს.

„ევროპარლამენტში იმართება დებატები საქართველოში ქართულ კანონმდებლობაში გამჭვირვალობის შესახებ, რაც ცოტა არ იყოს, უცნაურად მეჩვენება, იქიდან გამომდინარე, რომ თავადაც იღებენ მსგავს კანონპროექტებს, რომლებიც გაცილებით უფრო მკაცრია. ეს არის ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული ევროდირექტივა და ამ პირობებში, როდესაც მოიცალეს საქართველოს გამჭვირვალობის კანონზე სამსჯელოდ, ცოტა არ იყოს, არაბუნებრივად ჩანს, თუმცა გასაგებია, რომ ისინი ასრულებენ გარე აქტორების დაკვეთას, და ჩვენ გვახსოვს ევროპარლამენტის არაერთი სამარცხვინო რეზოლუცია, რომელიც იყო გაჯერებული დეზინფორმაციით,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Continue Reading

Previous: აი, ეს არის ღირსეული ნაბიჯით გზა ევროპისკენ! – ნინო ფოჩხუა
Next: ეს არ უნდა იკადროთ ხალხო – მამუკა მდინარაძე გამოცემა „პუბლიკას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025