Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნიკა გვარამია თავად არის შიდა ნაციონალური ეროზიის შედეგი და ლპობადი პოლიტიკით გამარჯვებას ვერ მიაღწევს

მარშალ პრესი 24/04/2024
tamar chiburdanidze

“რაც შეეხება პოლიტიკურად ახლად წამოჩიტულ გვარამიას, ის თავად არის შიდა ნაციონალური ეროზიის შედეგი,” – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე პარტია “ახალის” ლიდერის, ნიკა გვარამიას ვიზიტს ევროპარლამენტში და მის მოწოდებებს ევროპარლამენტარებისადმი, მიიღონ ზომები საქართველოს მმართველი გუნდის წინააღმდეგ.

ჩიბურდანიძის თქმით, ეს ის გვარამიაა, რომელიც არა მხოლოდ ქართულმა სასამართლომ ცნო დამნაშავედ, არამედ მის წინააღმდეგ გადაწყვეტილება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომაც მიიღო, ევროპარლამენტარებმა კი პოლიტპატიმრად შერაცხეს.

“ნიკა გვარამიამ როგორც ჩანს, არ იცის, რომ ისტორიაში ერთი და იგივე პროცესი ერთნაირი წარმატებით იშვიათად მეორდება, მითუმეტეს, ერთი და იმავე აქტორების მიერ. ამერიკამ ახალი სტილის პოლიტიკურ ბრძოლას დაუდო სათავე – სანქციებს, რომელმაც გაანადგურა ევროპა, მაგრამ გაამდიდრა ამერიკა. გუშინ, სწორედ ამ “სანქციების პოლიტიკისგან” განადგურებული ევროპის “ელიტა” ბიძინა ივანიშვილის და ჩვენი ხელისუფლების დასანქცირებაზე მსჯელობდა.

ღიმილის მომგვრელი იყო ეს ყველაფერი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თურმე ეს “ბრძნული” იდეა ნიკა გვარამიას მიუწოდებია საქართველოდან. ეს ის გვარამიაა, ქურდობაზე რომ საქართველოსთან ერთად სტრასბურგმაც დამნაშავედ ცნო, ხოლო ევროპარლამენტარებმა დემოკრატიისთვის მებრძოლ პოლიტპატიმრად შერაცხეს. ასეთი “სამართლიანი” და “ობიექტურია” დღეს ევროპის ზოგიერთი დეპუტატი, ნაცების სულიერი მეგობრები და თანამზრახველნი. რაც შეეხება პოლიტიკურად ახლად წამოჩიტულ გვარამიას, ის თავად არის შიდა ნაციონალური ეროზიის შედეგი. ხომ არ დაავიწყდა ძველების “ახალს”, რომ ნაცების ეროზია იმდენად ღრმა არის, მკურნალობას აღარ ექვემდებარება და წყლულებიც ცალ-ცალკე სკდება. მათი ლპობადი პოლიტიკით კი გამარჯვება მიუღწევადია. რამდენი ახალგაზრდაც არ უნდა მოისყიდოს ან მოატყუოს გვარამიამ, ჭაობში კალმახი ვერ იცურებს, ჭაობში მხოლოდ ბაყაყები ყიყინებენ. ამ პოლიტიკურ ჭაობშია დღეს ქართული ოპოზიციაც და მათი მხარდამჭერი ევროპელი პარლამენტარებიც,” – წერს ჩიბურდანიძე.

Continue Reading

Previous: შალვა პაპუაშვილი ნაირა გელაშვილს პასუხობს
Next: ეს შემოგდებული თემაა, რომ გიგაურებმა და ლომჯარიებმა თავისი ფულის გამჭვირვალობას თავი აარიდონ – ირაკლი ზარქუა ნაირა გელაშვილს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025