Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ბესიკ ხარანაულს და ლანა ღოღობერიძეს მივმართავ

მარშალ პრესი 24/04/2024
mikheil kavelashvili

“ხალხის ძალის” წევრი, მიხეილ ყაველაშვილი, ხელოვნების სფეროს იმ წარმომადგენლებს მიმართავს, რომლებიც “გამჭვირვალობის კანონს” ეწინააღმდეგებიან. ის ინტერესდება, რამდენად მისაღებია კონკრეტულად ბესიკ ხარანაულისა და ლანა ღოღობერიძისთვის, კანონპროექტის საწინააღმდეგოდ გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილე არასრულწლოვანების განწყობა, რომლებიც ძალადობისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას და პარლამენტარებს მოღალატეებად შერაცხავენ.

“ბესიკ ხარანაულს მივმართავ, მის პოეზიაზე ვიზრდებით და მგონი, კიდევ ლანა ღოღობერიძე არის, მის ფილმებზე გავიზარდეთ. მივმართავ: ბატონო ბესიკ, ქალბატონო ლანა, 11 წლის, 15 წლის, 16 წლის ბავშვი, ასეთი განწყობით რომ პირდაპირ ძალადობისკენ მოუწოდებს და პირდაპირ შეგვრაცხავს ჩვენ, პარლამენტის წევრებს მოღალატეებად, ეს ხომ ვიცით სად კეთდებოდა და როდის იყო, რასაც თქვენ მთელი ცხოვრება ეწინააღმდეგებოდით. ძალიან მაინტერესებს, ეს მოგწონთ?” – განაცხადა ყაველაშვილმა.

Continue Reading

Previous: არ გვინდა ისეთი ევროპა, სადაც კრიმინალებს უხსნიან გზას – ადეიშვილი ევროპის მოედანზე დასეირნობდა, გვარამიამ კი ევროპარლამენტარებთან ერთად ბრიფინგი ჩაატარა
Next: ხელმოცარული პოლიტიკოსები აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილს, რატომ ცდილობს ფეხბურთელების მოტივაციის ამაღლებას და აქამდე სად იყოო

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025