Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნეტავ ვინმემ მიბაძოს „ქართუს“ და მსგავსი პრემიები დააწესოს ჩვენი ფეხბურთელებისთვის, მოხარული ვიქნები, ხაზარაძემ მიბაძოს და ტაშს დავუკრავ

მარშალ პრესი 24/04/2024
mikheil kavelashvili

პირველად ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიაში, საქართველოს ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, ნეტავ ვინმემ მიბაძოს „ქართუს“ და მსგავსი პრემიები დააწესოს ჩვენი ფეხბურთელებისთვის, მოხარული ვიქნები, ვინც არ უნდა იყოს, ხომ არიან ოპოზიციონერები, ხაზარაძემ მიბაძოს და ტაშს დავუკრავ – განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ნაკრებმა რომ გაიმარჯვოს და მას პრემია მისცეს რომელიმე ორგანიზაციამ, ეს მოსყიდვაა?

მისივე თქმით, რაც „ქართუმ“ ქართული სპორტისთვის, კერძოდ, რაგბის განვითარებისთვის განახორციელა, მსგავსი პროექტი არცერთ ქვეყანაში არცერთი ორგანიზაციიდან არ ახსენდება.

„მე მსგავსი პროექტი ერთი კონკრეტული ორგანიზაციისგან, საკუთარი სახელმწიფოს საკეთილდღეოდ სპორტში გაღებული ინვესტიცია, უანგარო ქველმოქმედება არცერთ ქვეყანაში და არცერთი ორგანიზაციისგან არ მახსენდება. ეს არის რაგბის განვითარებისთვის, დაახლოებით 200 მილიონზეა საუბარი. ააშენა ეს ბაზები და გადასცა სპორტის ფედერაციას, თქვენი აზრით, მოისყიდა? „ქართუს“ გაკეთებულ საქმეებს თუ მოსყიდვას ეძახით, შეაფასოს საზოგადოებამ. თქვენი ლოგიკით, რაგბის ფედერაცია მოისყიდა? ააღორძინა ეკლესია-მონასტრები, ეკლესია მოისყიდა? უამრავი თეატრი გაარემონტა, მოისყიდა თეატრალური საზოგადოება, რომელიც ახლა აქეთ აკრიტიკებს? – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Post navigation

Previous: ვინმეს არ ეგონოს, რომ ჩვენ ჩვენი გადაწყვეტილების გამო გვეშინია. ეს კანონი არის ქართული და ემსახურება საქართველოს ინტერესებს
Next: არ გვინდა ისეთი ევროპა, სადაც კრიმინალებს უხსნიან გზას – ადეიშვილი ევროპის მოედანზე დასეირნობდა, გვარამიამ კი ევროპარლამენტარებთან ერთად ბრიფინგი ჩაატარა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.