IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

აჭარაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოკვლეული 297 პირიდან ორ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე პირი მძღოლია. უწყების ცნობით,  მათ ვირუსი ცხელების ცენტრში დაუდასტურდათ, სადაც ისინი საზღვრიდან გადაიყვანეს.

საგულისხმოა, რომ ორი თვის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა არ ფიქსირდებოდა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება