IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„რას ჰქვია ელჩი მოსყიდულია? როგორ შეიძლება, რომ საერთაშორისო დონეზე ასეთი სკანდალური განცხადება უყურადღებოდ იყოს დატოვებული“, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

„დღევანდელ გერმანიაზე, გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რა მნიშვნელობა აქვს შალვა ნათელაშვილი თუ კაკო ბობოხიძე, ამბობს, რომ რუსეთს რატომ უწყებდით ომს, თუ მაინც რუსული პოლიტიკის გატარებას აპირებდითო, ფაშისტურ გერმანიაზეა ლაპარაკი და დღევანდელს ადარებს. ამ თემას ასე ადვილად არ ყლაპავენ და არ ადარებენ, რას ჰქვია ელჩი მოსყიდულია? როგორ შეიძლება, რომ საერთაშორისო დონეზე ასეთი სკანდალური განცხადება უყურადღებოდ იყოს დატოვებული.

ჩვენ ჩვენი მხრიდან განცხადება გავაკეთეთ და კეთილი ინებონ, ახლა თავადაც გააკეთონ განცხადება, თუ შეუძლიათ, მაგრამ არ შეუძლიათ, რადგან ეს კაცი ლიდერად აღიარეს და მას ვერ ეწინააღმდეგებიან“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმების საგანი გიორგი რურუას გათავისუფლება არ ყოფილა, რასაც ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან კრიტიკული განცხადებები მოჰყვა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება