Skip to content
01/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შავი ფული არის იმ პოლიტიკის რეალიზების საშუალება, რაც საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმეს

მარშალ პრესი 23/04/2024
dimitri khundadze

„დღეს ლგბტ პროპაგანდას იყენებენ იარაღად, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე უმცირესობა აქციონ უმრავლესობად,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი ბინძური პოლიტიკა შავი ფულით ფინანსდება.

„შავი ფული არის იმ პოლიტიკის რეალიზების საშუალება, რაც საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმეს, დაწყებული მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანით, გაგრძელებული არჩევნების შედეგების ISFED-ის ხელით გაყალბებით, ასევე შარლ მიშელის ცნობილ დოკუმენტში ჩაწერილი 43%-ანი ბარიერით. ეს ბარიერი აბსოლუტურად გაუგებარი იყო და დოკუმენტში ჩაიწერა ვადამდელი არჩევნების ლეგიტიმაციის რეალიზების იმედით, რადგან ფიქრობდნენ, რომ მმართველი გუნდი ამ ბარიერს ვერ გადალახავდა. სწორედ, ამ ბინძური პოლიტიკის უზრუნველყოფა ხდება შავი ფულით.

დღეს ლგბტ პროპაგანდას იყენებენ იარაღად, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე უმცირესობა აქციონ უმრავლესობად. ანუ ცდილობენ პროპაგანდით ხელი შეუწყონ მათი რიცხოვნობის გაზრდას. ეს კი ნიშნავს ქართული იდენტობის, ტრადიციების და ღირსების წინააღმდეგ ბრძოლას,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Continue Reading

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალისოფელი – ავგიას მიმართულებით საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
Next: ეს ის ივანიშვილია, რომელიც ქართული ფეხბურთის აღორძინებაში უდიდესი თანხების ჩადებას გეგმავდა, მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებამ უარი განუცხადა იმიტომ, რომ ივანიშვილმა მოითხოვა თავისივე თანხების სწორი მიმართულებით ხარჯვის კონტროლი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025