Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ვოლოდიმირ ზელენსკი – ომში ნამდვილად ბრძოლით მოვიპოვებთ გამარჯვებას, თუმცა დასასრული დიპლომატიური იქნება

მარშალ პრესი 21/05/2022
ვოლოდიმირ  ზელენსკი

ომში ნამდვილად ბრძოლით მოვიპოვებთ გამარჯვებას, თუმცა დასასრული დიპლომატიური იქნება, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ინაუგურაციის მესამე წლისთავთან დაკავშირებით, მედიასთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია, მაგრამ ჩვენ უნდა დავასრულოთ. დღეს შემიძლია, გავიმეორო ეს სიტყვები, მაგრამ მნიშვნელობა სხვა აქვს. მე მართლა მეგონა, რომ დასრულება დიალოგით იყო შესაძლებელი. ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა დიალოგი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ტერმინი, რომ ამ დიალოგში შესაძლებელი იქნებოდა ბევრ კითხვასა და გადაწყვეტილებაზე რუსეთის მხრიდან პასუხის პოვნა. ეს ახლა ავტომობილს ჰგავს, არა ელექტრომანქანას, არამედ ჰიბრიდს. ამიტომაც არის ომი ასეთი რთული. გამარჯვებაც რთული იქნება. ის იქნება სისხლიანი, თუმცა ბრძოლით მოპოვებული, დასასრული კი ნამდვილად დიპლომატიაში იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კითხვაზე, რატომ დარჩა მის გუნდში იმ ადამიანთა მცირე რაოდენობა, რომლებთან ერთადაც დაიწყო პოლიტიკური გზა, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკა და ასევე ომი ყველა ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს და მის გუნდში მხოლოდ ყველაზე სანდო ადამიანები დარჩნენ.

„პოლიტიკა ცვლის ადამიანებს და მე არ მინდა, გამოვიყენო ბანალური სიტყვა „ნეპოტიზმი“, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ნამდვილად ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში არც ძალიან შენიანები არიან და არც ძალიან უცხოები, რადგან პოლიტიკა ცვლის ვითარებას და უნდა ირბინო. ომმაც შეცვალა, თუმცა ყველა არ გაიქცა. ვიღაც სხვა მიმართულებით გაიქცა, ვიღაც კი, საზღვარგარეთ გაიქცა და შეიძლება, ახლაც გარბის, მაგრამ ეს ის ხალხია, ვინც პირველ რიგში, საკუთარ თავს გაურბის და არა უკრაინას, ამაში დარწმუნებული ვარ. რჩებიან სანდოები ან ყველაზე სანდოები. ზოგმა გამაკვირვა კიდეც, ვინც დავრჩით, ერთმანეთის გვერდში დგომისთვის დავრჩით“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი კასპში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
Next: სულ რომ გარანტირებული გვქონდეს, რომ თოფი არ გავარდება აფხაზეთსა და ცხინვალში, იქ თოფით შესვლა არ გვინდა. ეს შეცდომა უკვე დავუშვით – რამაზ საყვარელიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.