აი, მიზეზი, სულო ჩემო – ასე ხსნის ნატო ჩხეიძე პარლამენტში შესვლის აუცილებლობას

470
წაკითხვა/ნახვა

გაერთიანებული ოპოზიციის სიით გასული დეპუტატი ნატო ჩხეიძე პარლამენტშუ შესვლის ერთ-ერთ აუცილებლობას ქვემოთ მოყვანილი მიზეზით ხსნის:

“ფეიკ ნიუსების წერა დაიწყეს ჩემზე და ენერგიულად აზიარებენ ოცნების ტროლ-ბოტები.

საერთოდ, ასეთები მაშინ ხდება, როცა საშიშრიებას გრძნობენ და ტყუილ-ჭორით
შავი პიარის აგორება ხსნად ეჩვენებათ.

ჩანს, საპატლამენტო კედლებიდან თუ ტრიბუნიდან ნათქვამი ბევრად მწვავეა მათთვის, ვიდრე მედიის მიკროფონიდან. აი, მიზეზი, სულო ჩემო, აი, მიზეზი.

და ამიტომაც სწორედაც რომ საჭირო და აუცილებელი იყო ახლა უკვე ჩვენი ყოფნა პარლამენტში, ვნახავ ერთი, სადამდე გეყოფათ ფანტაზია”- წერს ნატო ჩხეიძე.

კომენტარები
მოწონება