Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ფსევდოლიბერალური მედია მუშაობს ასე – დააბრალე, დაადანაშაულე, რეპუტაცია და ღირსება შეულახე, ხოლო თუ რამეა – ერთი ბოდიში მოიხადე და გააგრძელე მოღვაწეობა მომავალ ნაძირალობამდე

მარშალ პრესი 23/04/2024
zurab kadagidze

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე „ნეტგაზეთი/ბათუმელების“ მიერ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით მათ გავრცელებულ სტატიაზე მოგვიანებით ბოდიშის მოხდას სოციალურ ქსელში ეხმაურება. საქმე ეხება „ნეტგაზეთი/ბათუმელების“ მიერ თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც მითითებული იყო, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს სახელმწიფომ 20 ჰექტარი ტყე 1 ლარად გადასცა სიღნაღში, მდინარე ალაზნის სანაპიროზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით „ნეტგაზეთი/ბათუმელებმა“ ბოდიში მოიხადა და მას შეცდომა უწოდა.

ზურაბ ქადაგიძის თქმით, ფსევდოლიბერალებისგან საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის ბოლო დროს მოხშირდა მიზანმიმართული ცილისწამება თუ დეზინფორმაცია, რასაც ბოლოს უბრალოდ შეცდომას უწოდებენ და ბოდიშს იხდიან ხოლმე, თავის გამართლების მიზნით.

„ჯერ მძიმე დანაშაული დააბრალეს შალვა პაპუაშვილს და ახლა – უი, შეცდომა მოგვივიდაო… აი, ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ რომ პარალელური დათვლა გააყალბა და მერე ტექნიკურ შეცდომად აღიარა, იგივე ნაძირალობა! რა პრობლემაა? მთავარია ფსევდოლიბერალურ სექტას წარმოადგენდე. დააბრალე, დაადანაშაულე, რეპუტაცია და ღირსება შეულახე, ხოლო თუ რამეა – ერთი ბოდიში მოიხადე და გააგრძელე მოღვაწეობა მომავალ ნაძირალობამდე… აი, ასეთი მედიები აპროტესტებენ გამჭვირვალობის კანონპროექტს და წარმოიდგინეთ – ამათი უცხოური დაფინანსება უცნობია და უკვე როგორი სიბინძურეა, ხოლო, როდესაც გამჭვირვალე გახდება – რა მასშტაბის ნაგავი ამოტივტივდება?!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: ფაქტია, რომ თავად ევროკავშირი გამჭვირვალობის შესახებ ევროდირექტივას იღებს – ამ ფონზე საქართველოსთვის კანონპროექტის დამტკიცების აკრძალვა კითხვებს აჩენს
Next: კიბერკრიმინალები სულ უფრო ხშირად იყენებენ თავდასხმებს კონტრაქტორების მეშვეობით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.